ამ კონკრეტულ შემთხვევაში,
ემერის რა ხელფასიც აქვს, იმ ხელფასით რომელი მაღალი დონის მწვრთნელი გინდათ გაგიჩერდეთ ვალენსიაში?
ხალხო კრიზისია ისევ გუნდში,თქვენ რა,გგონიათ აღარ ლაპარაკობენ ამაზე და ყველაფერი მორჩა და დამთვარდა?
ერთადერთი რომ გუნდს დაშლის საფრთხე აღარ ემუქრება.
ერკულესის პრეზიდენტის დასახმარებლად აღარ გვაქვს საქმე.
აამხელა მესტალია ხალხი და ერკულესის პრეზიდენტი გვიწვდის დახმარების ხელს სამოცდაათი მილიონის სახით,ისიც ლიორენტეს მოსვლის შემდეგ თუარა...ვინ ჩივის ხელფასების ზრდას ანდა ნორმალურ ტრანსფერს.
მართლა პატივი გვცა მატამ.მამამისის(რომელიც თუ არ ვცდები და ამვე დროს მისი აგენტიცაა) სურვილის საწინააღმდეგოდაც კი წავიდა რაღაც თვალსაზრისით და უარი თქვა ან რეალში დაბრუნებაზე და ანაც ბარსაში გადასვლაზე.უკეთესი პირობები რომ ექნებოდა იქ გეპარებათ ეჭვი?!დასაფასებელია ეგ ამბავი.და ყველა გაფუჭებულ მომენტზე არ უნდა დაასხათ თავს ლაფი(ისევ ჩემი ნაქები კორექტულობა თორემ სხვა სიტყვათა კომბინაცია უნდა იყოს აქ).
და უნაი ემერიმ.
ამ ეტაპზე ისეა საქმე უნაისაც ვჭირდებით და უნაი ჩვენც გვჭირდება.
ძალიან კარგი ვინმეა.ასე რომ არ იყოს თქვენც იცით როგორ ობსტრუქციას უწყობენ ხოლმე ფეხბურთელები არასასურველ მწვრთნელებს.რამდენჯერმე შეგვემთხვა ეგ ამბავი ჩვენ,ბოლოს კუმანი და კიკე ფლორესი იყვნენ მაგ დღეში.
DM,ინგლისში ასე ერთი ხელის მოსმით არ ისვრიან მწვრთნელებს,მხოლოდ იმიტომ რომ რომელიღაც მნიშვნელოვანი თამაში წააგო,თუარა აგერ ჩვენი ნაქები ბენიტესი ასოცგზის სამსახურიდან გამოგდებული უნდა ყოფილიყო.
იმჰო მაქსიმუმი გაკეთდა მართლა რომ ბურთი არ გავუშვით კარში...ასეთი დაცვით..არ აქვს მნიშვნელობა რომ რამდენიმე მომენტი გააცუდეს თვითონ კატლეტიკოელებმა....არაა ახლა ეს უნაის პლიუსი?ვილიას მაგივრად ნეგრედო რომ არ თამაშობს ან სოლდადო,ვისი დამსახურებაა? სილვა რომ არ გაიყიდა? არადა სანამ ლიორენტე მოვიდოდა ვის უნდოდა გაყიდვა და ვინ იცავდა კბილებით გუნდის ბირთვს?
მე არ დამვიწყებია და თქვენი არ ვიცი :-??
პ.ს.სესარისთვის თურმე საათი მოუპარავთ კალტეტიკოს გასახდელში ოდა...
აწი ან საათს არ გავიკეთებ აქ რომ ჩამოვალ,ანაც საფუძვლიანად შევამოწმებ წამოსვლის წინ ყველაფერსო.

დასკვნა:მგონი სესარი არ ფიქრობს მომავალ წელს ვალენსიას დატოვებას

თუარა მეტი "აწი" კალდერონზე წესით აღარ უწევს
მიმაგრებული სურათი