მოკლედ ეხლა გრანადაში ძლივს გავჩითე რაღაც უYლევესი wi-fi
ნახევარი საათი მაქვს დრო და რასაც მოვასწრებ მოვყვები
მადრიდი არის საოცარი ქალაქი
პატარაობაში ვერ აღვიქვავდი მარა აი ძალიან მაგარია
ატმოსფერო არი შესანიშნავი
ქუჩაში ხალხი სახეში გიღიმის
სადმე თუ დაიკარგები სიხარულით დაგეხმარებიან
ჰაშიშს უფასოდ გაძლევენ თუ ზრდილობიანად თხოვე

სანახავი არი მართლა ბევრი
მადრიდშიც და მადრიდის მიმდებარე ტერიტორიებშიც
ტოლედო და ესკორიალი ძალიან ლამაზია
ტოლედოსგან შოკი მივიღე
კათედრალური ტაძარი აქვთ ახრინეწ მოჟნა ისეთი
ბერნაბეუზე ყოველ დილას მივდიოდი

მერე მუზეუმშიც წავედი და გული იქ დავტოვე
200მდე სურათი გადავიღე
რაც კი სუვენირი იყო რეალის ებლემით ყველა ვიყიდე
მუზეუმი არის თვითონ ქრონოლოგიურად აწყობილი
უძველესიდან დღევანდლამდე
ის იცოდით რო რეალის ფეხბურთელები უფასოდ თამაშობდნენ საუკუნის დასაწყისში?
თასებით იყო სავსე ოთხი დარბაზი
თვითონ სანტიაგო ბერნაბეუს უდიდესი პატივი აქვს მიგებული
მოედანი არი არქიტექტურის შედევრი
დაჟე ისეთი ხალხიც რომელიც ფეხბურთის აზრზე არაა პირდაღებული დადიოდა
ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არ უნდა იჯდე ყველაფერს ხედავ მშვენივრად
გათბობის სისტემა იყო უგიჟესი მთელი სტადიონი იყო გამთბარი მიუხედავად იმისა რო ძაან ციოდა
სტადიონს აქვს 70-80 შესასვლელი
ძირითადი გულშემატკივრები სარგებლობს სეზონური აბონიმენტებით
რო მივედი მე ბილეთით და ყველა სხვას ეგ ეჭირა ხელში მეთქი რამე ტუფტა ბილეთი ვიყიდე და დავემშვიდობე ფეხბურთს თქო

სტადიონზე მივედი საათი და 20 წუთით ადრე

ვარჯიშიც ვნახე, ატლეტიკოს ფანებს როგორც აგინებდნენ ეგეც ვნახე
თითქმის კუთხეში ვიჯექი მარა დინამოზე ესეთი ხედი ცენტრიდან არაა

გვერდზე მეჯდა ულტრასი მანოლო

გადაპარსული თავები ქონდათ უმეტესობას
ერთი სექტორი იყო მაგათი და იმენა დაიხიეს ყველაფერი
შეძახილებიც ვისწავლე და გინებებიც დავხვეწე

აი გრანერომ ხო ძაან მოჯვა, მარა არცერთ მაყურებელს არ შეუგინია
რაულზე მეგონა რო უფრო ხმაურიანად შეხვდებოდნენ მარა უმეტესობას უფრო შედეგი აინტერესებდა იქ
კაროჩე ძაან მაგარი იყო რა