ვერა ვქაჩავთ მანდაც თორემ კი...
ძაკერონიმ წააგო თამაში პირწმინდად.
მარკიზიო დააყენა საყრდენის დამხმარედ, პოულსენი საყრდენად და სისოკო წინ. სისოკომ რომლის პოზიციაც არაა გამთამაშებლის უკან თამაში 89898-ჯერ გააკეთა არაზუსტი გადაცემა ან 89703787-ჯერ დაკარგა ბურთი...
პოულსენს არაუშავდა ნუ არ დაფრინავდა, მაგრამ არც არაფერი გაუფუჭებია პრინციპში. კანავარომ 897-ჯერ საკაიფოდ ითამაშა მაგრამ 2-3ჯერ ისეთი შეცდა რომ კლასნი გუნდი ეგრევე გოლით დააგვირგვინებდა, 1-ხელ პაცინიზე და 1-ხელ კასანოზე საშინელი მომენტები იყო.
გოლი კია კიმენტის კისერზე მაგრამ 90 წლის ბაბუას რომელიც მოედნამდე კასტილებით გადის რა უნდა მოთხოვო? ერთი 3 ისეთი გამოაძრო კიდევ ყბა ჩამომივარდა.
იაკვინტა აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო. თან რა ტაქტიკითაც "დაავალა" ძაკმა (მაღალი ბურთები) იაკვინტას ფასი არის 0. არაა ეგ ამაური საჰაერო ორთაბრძოლები მოიგოს.
დიეგო ტრადიციულად დიაგონალ პარალელზე დარბოდა. უკვე გული მერევა მაგის შემოტრიალება, უკან პასებზე...
დე ჩელიე უნდა გამოეშვა გროსოს ნაცლად მეორე ტაიმშივე, ან საერთოდ რატომ დააყენა გროსო. კაცმა პასი ხომ ვერ გააკეთა, ჯარიმა ვერ დაარტყა და პლუს ამას დაცვაში იყო კატასტროფა.
და კანდრევა იყო შემოსაყვანი, სისოკოს ნაცვლად გაცილებით ადრე იყო შემოსაყვანი. არაა ფორმაში, და თან მითუმეტეს იმ ადგილზე სადაც ათამაშა ჩვენმა გენისმა მწვთნელმა...
ტემპი იყო მე გავასწრებდი სირბილში იუვეს ფეხბურთელებს... ეს სამპა მაგარი უკლასო გუნდია თორემ ნორმალური გუნდი მაგ თამაშს მინიმუმ 3 ბურთის სხვაობით მოიგებდა...
დავიღალე ამდენი იდიოტის ხელში. კი მაინც ჩირო დარჩენილიყო, რაღაცას მაინც ისწავლიდა. ამაზე უარესი შედეგი რაღა უნდა ყოფილიყო ტო???
ძაკი სეზონის ბოლომდე უნდა გააგდონ თუ უნდათ ლიგაზე მომავალ წელს თამაში.