მე უემბლის მივეცი ხმა. ნუ მხოლოდ იმიტომ არა რომ ინგლისი თამაშობს ამ სტადიონზე და არც იმიტომ რომ მქონდა იქ ყოფნის ბედნიერება, არამედ იმიტომ რომ არის აბსოლუტურად უნიკალური ნაგებობა, რომელსაც აქვს ყველაფერი და ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან დიიიდი მყუდროება. ნუ იმის თქმა მინდა, რომ იგივე მაგალითად ნოუ-კამპი არის უზარმაზარი სტადიონი და შეგრძნება და ეფექტი არ აქვს იმხელა, რამხელაც უემბლის. იმიტომ რომ ნოუ არის გრანდიოზული და ყველაფერზე ეტყობა რომ ეს ესეა, არის ძალიან გაშლილი და მასიური ნაგებობა, მაგრამ ის ხიბლი - რაც გენიალურ ნაგებობას უნდა ქონდეს - აკლია. ხოლო უემბლი გამოირჩევა იმით რომ არის აბსოლუტურად სწორად აგებული გაბარიტები - სრულყოფილებაშია თვითონ სტადიონი მის თითოეულ ზომასთან. ნუ ეს ინგლისელების ფარული ნიჭია, როგორც ჩანს, ოულდ ტრაფორდის და სხვა სტადიონის მაგალითებზეც შეიძლება ამის თქმა, არის უზარმაზარი აქვს ძალიან კომპორტული შეგრძნება და ეფექტი.
იგივე სითი ჰოლი ავიღოთ, გარედან რომ შეხედო, ვერაფრით ვერ გააკეთებ დასკვნას რა ხდება შიგნით არქიტექტურის თვალსაზრისით. და არის საოცრება, ჩემი აზრით

ანუ არის ექსტერიერის და ინტერიერის იდეალური თანწყობა ბრიტანელი და ამერიკელი არქიტექტორების პროექტებში.
ცოტა რო გადავუხვიო, გაუდიც არ მომწონს თავის ექსტერიერის ავანგარდით და "ტოტალური" ეფექტებით, რა საკვირველია არის ლამაზი და განუმეორებელიც კი, მაგრამ მე ბევრად მირჩევნია იგივე რაიტი, რომელსაც ავანგარდობაც შეიძლება შეტენო, თუმცა რაც არის.... ეს თვითონ უნდა ნახოთ
სხვათა შორის, რაღაც დოკუმენტურ ფილმი ვნახე უემბლიზე და თუ რატომ არის უნიკალური და განუმეორებული - პასუხი შეგიძლიათ იმ ფილმში იპოვნოთ და/ან ნუ სხვაგან მოიძიოთ სადმე.
მოკლედ ჩემი ხმა ერთადერთს და განუმეორებელ უემბლის
This post has been edited by myEXwife on 27 Mar 2010, 16:55