ჩვენი პირველ თამაშზე აჯობებს რამე ისე რა ბარში წავიდეთ და იქ ვუყუროთ, ჩვენს გემოზე, ზედმეტი ჰოლანდიის, გერმანიის, არგენტინის, ბრაზილიის, საფრანგეთის, ესპანეთისა და სხვათა გულშემატკივრების გარეშე.
თუ ვინმეს კეთილი სურვილი აქვს, სხვა გუნდის გულშემატკივართა რიგებიდან, მობრძანდეს
ახლა დაევალოს ნებისმიერს და ყველას ერთად და ცალცალკე, მოიძიონ ისეთი ბარი ან რამე მაგდაგვარი, სადაც შეიძლება ყურება ჩვენებურად
იდეები ჩამოწერილ იქნას ქვემოთ მოცემული სიის სახიღ:
1. ბარი "აბლაბუდა"
2. რესტორანი "ტოროლა"
3. სახინკლე - "ჩამხინკლე"
4...
ავარჩევთ ერთ-ერთ რომელიმეს შემდეგი სახით:
მაგ, მე დავწერ N3, ანუ მომეწონა სახინკლე - "ჩახინკლე"
და ხმათა უმრავლესობით და მშვიდად და ურთიერთგაგებით წავალთ "ჩახინკლე"-ში.
ამის შემდეგ მემგონი მაინც მოგვიწევს შევუთანხმდეთ იქაურ ადმინისტრაციას (ან სულაც არა )
თუ ვინმე რამეს ჩაამატებ, გაასწორებთ ან ამოიღებთ და საქმეს წაადგება, აგერ არის შემდეგი პოსტის უამავი და უთვალავი ადგილი და ასწორეთ
მოკლედ ეგ მინდოდა მეთქვა.
პატივისცემით
ShotaSB, მარად და ყველგან იტალიის გულშემატკივარი!
ჩეგეფურჩქნეთ სუყველას

==========================
P.S. "ჩამხინკლე" უცებ მოვიფიქრე, არ არსებობს

ხოდა ჰა, რას ვშვებით, ასე ცალ-ცალკე ვირბინოთ ბატებივით, თუ ერთად ორგანიზებულად დავანახოთ მსოფლიოს ჩვენი ძალა?