Goodmanკატებმა სალამი შემოგითვალეს
.............................................................................................................................
უხ, რა ტური იყო..? დაგლიჯა.
ჯერ იყო და დუგლასმა ზებრებს მიართვა ჯამბაზური

მერე იყო და იყო...
კლიმაქსშეყრილ მილანს პაცომ მოუთავა..
ქლესა მაძარიმ ბარიში მოიგო და კიდევ ეპოტინება რაცხას..
აბრეზამ მაინც გაიტანა და სიცილიელებს არ წააგებინა...
ვიოლამ საბოლოოდ დაყვინთა...
და რომაული დერბი! რანიერი არის ძალიან მაგარი მწვრთნელი, ყოველთვის ვამბობდი და ეგრეა რა. ტიპმა ტოტი (!) და დე როსი (!) მოხსნა პირველი ტაიმის მერე და თამაში მოიგო. არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან მაგარია.
რაც შეეხება ნაკრების კანდიდატებს:
ცხელ გულზე ვიტყვი, რომ თუ მუნდიალზე ტონის წაიყვანს, მუნდიალს არ ვუყურებ. ყველაზე საშინელი თავდამსხმელია იტალიაში. ამას "ბრეშას" კარაჩოლო თუ ათი თავით არ სჯობდეს, მე ვიყო ტოტო დი ნატალე.
დაახლოებით იგივეს ვიტყოდი ამაურიზეც. არაფერში არ ჯდება ამ ტიპის კანდიდატობა. ერთადერთი შეიძLება წაიყვანოს, ფასი აუწიოს და "იუვეს" დაასუხარებინოს
უდინეს კაპიტანი აგრძელებს თავის გამოჩენას და თუ მენჯის ძვალი არ გადაიტეხა, ფაქტიურად სამხრეთ აფრიკაშია.
ჯილას თამაში არ მინახავს ბოლო ორი ტური და არ ვიცი, მაგრამ ჯილაა და უნდა იყოს ნაკრებში.
პაცოზე რა ვთქვა? ტიპი ცენტრფორვარდის კვალობაზე ენითაღუწერელ სამუშაოს ასრულებს. ფაქტიურად, შეტევაში და დაცვაში ერთი ტემპით თამაშობს. დღეს იწვალა, გაუჭირდა, იმუშავა, და ბოლოს თავისებურად დააჯახა.
"ნე რიბა ნე მიასა" ბორიელომ დღეს განმაცვიფრა. გოლიც კარგი გაიტანა და საკმაოდაც აწვალა დაცვა. მაგრამ, მაინც არც ისაა და არც ის.
კასანო ყოველ თამაშში ამტკიცებს, რომ პოტენციურად და ტექნიკური არსენალით, ყველაზე ძლიერია იტალიელთაგან, თუმცა არ წაიყვანს.
მიკოლიმ ისევ შეაგდო და იაკინტასებრთა წაყვანას მირჩევნია მიკოლი იყოს გუნდში.
როსის შეუგდია ესპანეთში. მე მომწონს, მაგრამ..
პალომბოს ნაკრები გარანტირებული აქვს. ლომივითაა ყველა თამაშში. მართალია ნაკრები სხვა რამეა,მაგრამ ამაზე უკეთესი მებრძოლი და ჩამშლელი, თან მძლავრი, სხვა არ მეგულება.
გატუზოს წაყვანა ზედმეტი მგონია.
მონტოლივოს ფეხბურთი მე პირადად ვერ გავიგე. გაბუქებულია რატომღაც ამ ტიპის შესაძლებლობები, რამდენჯერაც ვუყურე, ძალიან უსუსურად გამოიყურება.
ბუტაფორია ლეგროტალიეს წაყვანას სჯობს ბიავა წაიყვანოს, ან ბონერა

მოკლედ, კარგი რამეა სერიე ა

ძალიან ვისიამოვნე.
მიმაგრებული სურათი
On the 8th day, God created whiskey to keep the Irish from taking over the world!