მიყვარს იტალიური ფეხბურთი,ბევრ რამეში ჩამორჩება პრემიერლიგას,სერია A-ს მიმოხილვებიც გახუნდა,სტადიონზე ისეთივე Younever walk alone ატმოსფერო ვერ იქმნება,როგორც ინგლისში,რეალური ვარსკვლავები უფრო ესპანეთში აგრბიან,მაგრამ მაინც იტალიაა და მიყვარს.
უფრო იუვეს ხათრით,გუნდის რომელიც იტალიური ფეხბურთის ერთ ერთი სახეა,ტურინში დღესაც ,,ტორინოს,, მერე დგას და სიცილიაზე უფრო მეტი ფანი ყავს,ვიდრე ,,პალერმოს,, და ამ გუნდის სახე,გული,ყველაფერი ერთის აყვარელი პერსონაა,ვინც ყოველთვის საყვარელი და განსაკუთრებული იყო.
მამა გარდაეცვალა,მეორე დღეს იუვეს პარმასთან შეხვედრა ქონდა,პრინციპული ტამაში,უეჭველი მოსაგები.რამდენიმე საათი ზოლიანი მაისური მოირგო,გავიდა მინდორზე თავით გაუტანა ჯიჯი ბუფონს,ცენტრში კი მანამდე ლილიან ტურამს აუხტა და კანავარო მხრით ჩააჩოჩა.მერე შხაპი მიიღო,მოწესრიგდა და უკომენტაროდ დატოვა სტადონი.ყოველთვის მოწესრიგებული იყო ფეხბურთშიც და ამიტომ უყვარდათ.ისე რატომ უყვარდათ?დღესაც უყვართ და ჭკუას კარგავენ ყველგან სადაც იცნობენ.
ვერ თამაშობდა რობი ბაჯოსთან ერთად,ვერ თამაშობდა ტოტისთან ერთად,დაანგრია ბაჯოს კარიერა,ნაკრებში ყოველთვის ნეკერმანის მოდელივით იყო და იუვეში ისე აკაჩავებდნენ სტერეოიდებით,რო ორ კვირაში ჯეისონ სტეთჰემზე ჯანზე დააყენეს...
ამაზე ძირითადად ის ჭორაობს,ვინც ფეხბურთს შავ-თეთრ ეკრანზე უყურებს ან საერთოდ შავ-თეთრ სამყაროშია.ვერ ხედავს იმას რაც ალემ გააკეთა,აკეთებს და რაც უკვე ისტორიის დიდი და ძალიან ლამაზი ნაწილია.
იუვეში იყვნენ ბაჯო,ზიზუ,დავიდსი,ვიალი,ვიერი,ნედვედი (და არიან)ბუფონი,კანავარო,ტრეზეგე...
და იუვეში ყოველთვის იყო ალესანდრო დელპიერო.თავიდან სწრაფი,ორივე ფლანგიდან რო შედევრეს ქმნიდა და ბევრი ვერა მაგრამ მაგრამ რაც გაჰქონდა შედევრი იყო.ბაჯოს მერე იტალიაში ალეს დონის ფეხბურთელია რ ყოფილა.
უდინეზესთან მარჯვენა ფლანგზე ვირაც ტიპი ფინტით ლამის ტრიბუნაზე რო აუშვა,ფეხი დაუსრიალდა,წაიქცა,მერე უდინეზეს მცველმა ფეხის მწყესები ჩაუწყვიტა და ალეს ორი ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს.
იუვემ იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ოთხ საუკეთესოში გასვლა მაინც მოახერხა და მანჩესტერთან ოდნავ რო გამართლებოდა,ფინალში ალეც ეყოლებოდათ.იორკებმა და კოულებმა მანამდე კი გიგზმა ოლტრაფორდზე ივარგეს და ლიგის მაშინდელი ფინალი ინგლისურ-გერმანული იყო.
დელპიერო დაბრუნდა მაგრამ უკვე სხვა,დამძიმებული ალე იყო.დაკარგა სისწრაფე,გამძლეობის მხრივაც პრობლემები შეექმნა და ხშირად პირველი ტაიმის მერე ცვლიდნენ.მას კი გოლები მაინც გაჰქონდა და იტალიის ნაკრებშიც სტაბილურად ხვდებოდა.
სალენკოს ერთ მატჩში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი,ვიდრე ალეს ევროპის და და მსოფლიოს რომელიმე შესარჩევში,მაგრამ დელპიერო არასდროს ყოფილა ერთჯერადი მოტამაშე,ვარსკვლავი-პრეზერვატივი,რომელიც მეორედ ვეღარ,არარ უნდა გამოიყენო
ალე ზირითადში ვეღარ ხვდებოდა მაგრამ მაინც ამაყი და ბედნიერი იყო,რომ სსკუადრაში იძახებდნენ და ცოტაც,მაგრამ მაინც ათამაშებდნენ.მსოფლიო ჩემპიონატის წინ ტოტი აწიკვინდა,მეათე ნომერი მე უნდა ვიყოო,დელპიეროს ხმა არ ამოუღია,ნომერი მშვიდათ დათმო და მეშვიდე ნომრით გადიოდა მოედანზე,მთავარია ნაკრების ნაწილი იყო და ლიპის ან მალდინის რო ეთხოვა,დაცვაშიც დადგებოდა.
ყოველტვის უინტერესო იყო ალეს პირად ცხოვრებაზე წერა,მშვიდი,გაწონასწორებული ცხოვრების სტილი,არააფიშირებული პირადი ცხოვრება დამეგობარი გოგონა,რომელიც წლების განმალობაში უყვარდა და მერე ცოლად მოიყვანა.ერთადერთი რაც ალეს ქორწილის მერე გაარჩიეს იყო ის რომ სონიამ მისგან საჩუქრად ,,ბუგატი,,და ინგლისური წარმოშობის კოკერ სპანიელის ჩალისფერი ლეკვი მიიღო.
იუვე ერთი ლიგით დააქვეითეს,წაართვეს რაც ეკუთვნოდა და ბევრმა დიდმა მოტამაშემ სერია B არ იკადრა და აქეთ-იქით გაიქცა:ტურამი,ზლატანი,კანავარო,ვიეირა,ზამბროტა...
ალე დარჩა და იმ სეზონში ხელფასის 75% ჩამოიჭრა.პირდაპირ თქვა ,მე ვრჩები და არავის არ ვთხოვ იგივეს გაკეთებას,მაგრამ ვინც დარჩება საბოლოოდ ამ გუნდის კუთვნილება იქნებაო.
დარჩა ჯიჯი,კამორანეზიც,ტრეზეგეც და ალეს მერე იუვეს ყველაზე ერთგული ადამიანი პაველ ნედვედი.დელპიერომ იცელქა პადოვებტან,გროსეტოებთანნ და ქვედა ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და იუვე ერთი წლის მერე ისევ სერია Aს დაუბრუნდა.
უკვე სხვა,მაგრამ მაინც იუვე იყო.საჩემპიონო გუნდი?ნაკლებად,მაგრამ რა ვიცი მე რაც იუვე მახსოვს,ისეთი ან ლამაზი ფეხბურთი არასდროს უტამაშია.მილანშივე მიაწვინა ინტერი და ალე ვისაც ქვედა ლიგის ბომბარდირობის გამო აღადავებდნენ,აქაც ბომბარდიი გახდა პირველად თავის კარიერაში.
ლიპის ახალი ფორმაციის და ძველი გენერაციის ტიპები მიყავს სამხრეთ აფრიკაში,ალე იქ ზედმეტია-მარჩელოს ატასი და უფრო მეტი გეგმიდან თუ სქემიდან ვერც ერთში ვერ ჯდება.
და მაინც აქვს იმედი რო ზუსტი პენლით ან იმ ლამაზი წუთებით რომელსაც მოედანზე ატარებს ლიპის ყურადღებას მიიქცევს და წაიყავს მსოფლიო ჩემპიონატზე.
გერმანიასთან ნახევარფინალში იტალია უკვე 1-0 რომ იგებდა,მეკარესთან პირისპირ გავიდა კუთხე მახსიმალურად მოჭრა და მერე შეუსრულა ლემანს,მთელ გერმანიას და ისე გაიხარა,როგორც ალბათ არასდროს,ის გოლი ალეს კიდე ერთი შედევრი იყო.
არ ვფიქობ იმაზე რო მალე ალე მოედნაზე არარ გავა,უბრალოდ ვერ ვფიქობ ამაზე,ისიც ვიცი რომ ცემს გარდა,ძალიან ბევრისთვის დელპიეროს კარიერის დასრულებით ძალიან ბევრ რამეს ხაზი გადაესმევა.
დაბერდა მაგრამ ამ სეზონში სამი-ოთხი ისეთი ცაატარა,ადრე რომ ატარებდა,მარტო მან რომ იცის და სხვა არავინ!
იუვე დელპიეროა და ალე იუვეა,უკვე თმაგაცვენილი,ცოტა გაჭაღარავებული,მაგრამ მაინც ალე.დელპიეროსთან ერთად დაბერდა გუნდიც.
ალესთვის ბაჯო და ამრადონა კერპები იყვნენ და სიმართლე რო გითხრათ..... არა მართლა ვერ ვიხსენებ ვინმეს ოდესმე ეთქვას რომ ალექს დელპიერო მისი კერპია.
ზირითადათ შაბლონური ფრაზებით შემოიფარგლებიან მისი დახასიეთებისას.უბრალდ როდესაც რამდენიმე წლის წინ რეალს გაეკაიფა და ტურინშიც და ამდრიდშიც შეუსრულა,მიშელ პლატინიმ თქვა:ალბათ,ფეხბურთის სირცხვილია,რომ დელპიერო და რაული კარიერას ,,ოქროს ბურთის გარეშე დაასრულებენო.
ძალიან ცოტას ახსოვს ტამაში კიევოსტან,მაშინ მსაჯმა მაგრად ,,დაწვა,, დელნერის ლამაზი კოხტა გუნდი და კიევოს კარში გამოგონილი პენალტი დადო,დელპიერო რამოდენიმე წამით კიევის მეკარესთან მივიდა და რა წარრჩუღჩულა არავინ არ იცის,ეს არც ალეს უთქვამს მოგვიანებით,მაგრამ ფაქტია რომ დელპიერომ ბურთი მეკარეს გაუგორა,არავისთვის არაფერი არ უთქვამს და სტადიონი ლამის ჩამოინგრა აპლოდისმენტებით.
ძნელია იმის გაკეთება რაც ალემ გააკეტა,მართლა ძალიან ძნელია,მაგრამ ძნელზე უფრო ლამაზია
ალეც იმ ცალისფერ ლეკვივითაა....მომავალ პატრონს რომ ხედავს და უხარია.თვალებში რომ ვერ იხედება,მაგრამ მაინც თვალებში გიყურებს და გთხოვს,დამიტოვე არ გამაგდოო,ბოლომდე რო უერთგულებს,უბრალოდ შეუშვი სახლში და სითბოში მიაძინე.რომ გაიზდება,იამაყებ გვერდით რო გეყოლება.
უბრალოდ ის ლეკვი უნდა დაიტოვო დაუფიქრებლად,მეორე ხომ აღარ იქნება.
და არარ იქნება მეორე ალეც არასოდეს
მაგრად მწყდება გული გული...ვერც გეუნებით რამდენად მაგრად.
უკვე დამწყდა...
ჩემი სტატია არ არის

სიტყვებში ასოების შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით,სწრაფად ვწერდი
This post has been edited by delpo on 1 May 2010, 02:15
RIP georgia7777...
Forca juve!Forca italy!
NHL _Anaheim ducks!!!
NBA_San antonio spurs!!!
NFL_Baltimore Ravens!!!
Tennis_Venus wiliams (black panter)
Lleyton Hewitt
Juan Martin Del Potro
ტიმოთე მეფე ხარ მეფე!(c)T@chka