ხალხებო ეხლა არ წამიკითხავს ვინ რა დაწერა,ერთი პოსტიც კი,უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებოდა ჩვენი მწვრთნელი პელეგრინი,კაპელო თუ სხვა.ასეთი შედეგის შემდეგ,იმის შემდეგ რომ ვერც ერთ ძლიერ გუნდს მთელი სეზონის მანძილზე ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ და ამავე დროს ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა გვყავს მსოფლიოშI თU საუკეთესო არა,ამ შედეგის მერე აბსოლიტურად ყველა მწვრთნელის გაშვება გუნდიდან არის გამართლებული.არა იმიტომ რომ ცუდი კაცია და მწვრთნელობის აზრზე არაა,ან პერესია ცუდი ბიძა რო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გვიყიდა.არა,უბრალოდ ფსიქოლოგიურად ასეთი შედეგის მერე გუნდი და მწვრთნელი რომ წამოდგნენ ფეხზე ერთად მინიმუმ 2-3 წელია საჭირო და ამავე დროს შემადგენლობის ნაწილობრივ შეცვლაც.აქედან გამომდინარე პელეგრინი რომ უნდა წავიდეს მაგაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს.
მეორეც,მე ვამბობდი არ უნდა დაენიშნა მსგავსი მწვრთნელი,რომელსაც ამ დონეზე მუშაობის არანაირი გამოცდილება არ ქონდა და უცებ მოხვდა მარაქაში.
მესამეც,ზოგადად როგორი ხასიათIს ადამიანიცაა მწვრთნელი,ზუსტად იმ ხასიათისაა და იმ ჯიგრის ფეხბურთს თამაშობს გუნდი.ნებისმიერი მაგალითI აიღეთ.თერიმი-თUრქეთი,მაუ-ინტერი და ა.შ.
პირველივე დღიდან ვამბობდი პელე ქვეშაფსია მწვრთნელიათქო და ასე აგიხდეთ ყველაფერი კაი.როგორი ქვეშაფსიაცაა,ისეთივე გახდა რეალიც.ყველა ოდნავ ძლიერ გუნდთან ჩავისვარეთ.პირველ თვეებში კიდე ფეხბურთელების ინდივიდუალურობა ფარავდა ყველაფერს და კამპ ნოუზეც უშიშრად და მაგრა ვითამაშეთ.
აქ როგორ მანდრაჟშიც იყო პელე,ისევე გავედით მოედანზე და ისევე დავამთავრეთ თამაში.
აიღეთ გუარდიოლა და ბარსა,როგორი ზედმიწევნით პროფესიონალი ფეხბურთელიც იყო,ისეთIვე მიდგომა აქვს სამწვრთნელო საქმესთან და ზუსტად ასევე ათამაშებს გუნდს.ყოველგვარი ზედმეტი ფინთი-კრუშკების გარეშე.
აიღეთ რაიკაარდის ბარსა და დღევანდელი.რაიკაარდის ბარსა გაცილებით რომანტიულ ფეხბურთს თამაშობდა ვიდრე დღევანდელი.ფეხბურთელებიც შესაბამისი ყავდა.მოვიდა პეპი და იყიდა ზუსტად ის ხალხი,ვინც უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე ითამაშებდა პრაგმატულ ფეხბურთს ანუ გაყიდა დეკო,დინიო და იყიდა კეიტა,ტურე,პიკე.(მარკესი დასვა სკამზე)და ნუ დამიწყებთ დავას რა,დღევანდელი ბარსას ფეხბურთი ბევრად უფრო პრაგმატულია ვიდრე რომანტიული.
რატომ გახდნენ პედრო,ინიესტა ბარსას ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელები?რაიკაარდის დროს დოს სანტოსი და ბოიანი იყვნენ მხოლოდ ამოწეული ბავშვებიდან.რატო პედრო არ იყო?იმიტომ რომ პედრო ბევრად პრაგმატულად თამაშობს ვიდრე ეს ორივე.რაიკაარდი როგორც ფეხბურთელიც ასევე განხსხვავდებოდა პეპისგან.
პეპი ფსონს აკეთებს არა რაღაც სასწაული ტექნიკის ან სხვა თვისებების მქონე კადრებზე,არამედ დღევანდელი ბარსას სტილში ზედმიწევნით ჩამჯდარ პროფესიონალებზე და ასეთები კანტერაში ბევრი ყავს,და საერთოდაც,ჟეფFრენის და სხვების დონის მაგარი მუშა ფეხბურთელები სხვა ძალიან ბევრი გუნდის კანტერაშია.უბრალოდ გამოყენება და იმის ცოდნა უნდა თU როგორ გამოიყენო.
გუარდიოლას აქვს უძლიერესი გადმოცემის უნარი,რაც პირველი თვისებაა ძლიერი მასწავლებლისა.
კიდევ მინდა დავამატო,რომ ბარსელონაში რაც ამჟამად ხდება ეს რაღაც არ არის რა.რომ ერთ დღეს ლაპორტა მოვიდა და აბა ბიჭებო კანტერას მივაქციოთ ყურადღებაო და მოიგეს ყველაფერი.
ასეთი რამ კლუბებში საუკუნეში შეილება ერთხელ-ორჯერ მოხდეს,შეილება არც მოხდეს.ამიტომ ის სისულელეები რომ პერესის ასე და ისე არის მართლა სისულელეები.დამიჯერეთ რა.
აი მწვრთნელზე ისევ,როგორი ფეხბურთელიც იყო მარადონა ისეთივე მწვრთნელია.
ეხლა იტყვით რაებს ბოდავსო,მარა მართლა მასეა,მარადონას უყვარს ფეხბურთი და უყვარს გოლი.და თვითOნ ყველაფერს აკეთებდა მაგისთვის.დალშე მაგისთვის მეასეხარისხოვანი იყო იქ ნარკოტიკს გაიკეთებდა,ღიპს მოუშვებდა,ვიღაცას შეაგინებდა,ვარჯიშზე არ მივიდოდა თU რას იზამდა.ასეთი ადამიანი,რომელსაც არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა დიდი მწვრთნელი ვერ გახდება,სხვას ეგ ვერ ასწავლის იმას რაც თვითOნ შეუძლია.ვერც იმას ასწავლის რაც თვითOნ არასდროს უკეთებია და არც ქონია მოთხოვნილება.
მესიც ეგეთი ტიპაჟია,იქ რო გუნდს შეუძახოს,მაგალითი იყოს ყველა პონტში,იაქტიუროს და ა.შ. არაა მასეთI ტიპი,მაგისთვის მთავარია გოლი გაიტანოს,ანუ როცა ბურთითაა (და ეგ სულ ბურთითაა,სახლშიც,ძილშიც,ტუალეტშიც და ყველგან)შინაგანად ჩანს და იგრძნობა რომ არიან ეგ და ბურთი,მეტი არაფერი.მესი უბრალოდ მარადონასავით ამბიციურიც არაა,ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.აქედან გამომდინარე მე არამგონია ეგ ოდესმე მწვრთნელი გახდეს.
აი რონალდო დიდი ალბათობით გახდება,თან ძალიან კარგი მწვრთნელიც.მაგალითისთვის უბრალოდ ლიგის ფინალი დამთავრდა თუ არა ტიპმა მოედანზევე თქვა პირველივე სიტყვად რომ ფერგიმ არასწორი სასტავით და სტრატეგიით გვათამაშაო.ჯერ მაგის გააზრება ფეხბურთელისთვის მოედანზევე და მერე ასეთი თამაშის მერე ამ დონის მწვრთნელზე მაგ სიმართლის თქმა ყველას არ შეუძლია.
ხასიათიდან გამომდინარე თუ აარჩევენ მწვრთნელს ძალიან კარგი იქნება. ამიტომაც დავეთანხმე სანდროს მაუ,კაპელო,გუსი.ნუ სკოლარიც,თუ აქვს სპორტული ინტერესი რა თქმა უნდა.
ნუ იმედია მიმიხვდით რისი თქმაც მინდოდა..

მადლობა ვინც წაიკითხა
This post has been edited by mind_auger on 12 Apr 2010, 21:38
[quote]კაკ მინიმუმ იმ ჩემპის ყველადროის საუკეთEსო იგროკი უნდა ყოფილიყო ფოტოზე,[/quote]
ზუსტად ეგაა მერე :yes:
ყველამ ვიცით თუ რა ელის ჩვენს სულებს მოდღრძულს:nod:
მამაცური სიზარმაცე მჭირს