ალბიოლი ყვ..ქიქაბერია დაღალა იმ ნიგერმა...იმდენი არბენინა
იმედია იმ ოფსაიტზე დიდი პანიკა არ აიწევა არ იყო აშკარად,მაგრამ კარგია მომენტი რომ დასრულდა ბოლომდე და იკერამ იყოჩაღა

დაა გუტი მუაგარი ჩუვაკია

ზაფხულში დაცვა გავაძლიეროთ,ლეთს გო მერე

მადრიდის “რეალის” გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ დაწვრილებითი ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ესპანურ ჟურნალს, სადაც მან ისაუბრა “რეალის” მარცხზე ელ კლასიკოში.
ვალდანო ასევე შეეხო არიენ რობენის თემას, რომელიც ეხლა თავის ახალ კლუბთან ერთად ლიგის 1/2 ფინალშია. “მას სეზონის წინ უთხრეს, რომ ნახევარ საათს ითამაშებდა ყველა მატჩში და რობენმა ეს არ მოისურვა და გუნდი დატოვა”. ამით ვალდანომ ყველა მიახვედრა, რომ ერთ გუნდში 25 ვარსკვლავის ყოფნა შეუძლებელია. “ამიტომაც სეზონის წინ დავიმატეთ რამოდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი”.
კლუბის გენერალური დირექტორი ასევე შეეხო მანუელ პელეგრინის თემას. “ჩვენ ყოველთვის გვერდით დაუდგებით მანუელს და არავის არ გაუკვირდეს, რომ ის მომდევნო სეზონებშიც “რეალის” მთავარი მწვრთნელი იყოს”.
“მატჩის შემდეგ პელეგრინი იყო ძალიან მოწყენილი და შეშფოთებული. ეხლა კი ის ჩუმადაა და დიდი შანსია, რომ მან “სამეფო კლუბთან” ერთად მრავალი წელი გაატაროს. მისი ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ისაა, რომ ის ყველანაირ ანგარიშს ერთნაირად უყურებს. თუნდაც გუნდმა 5:0 მოიგოს ან ელ კლასიკო დათმოს. ესეთი მწვრთნელი ძალიან კარგია ისეთი გუნდისთვის როგორიცა მადრიდის “რეალი”. განაცხადა ვალდანომ.
ასევე არგენტინელმა აღნიშნა, რომ როცა პელეგრინი გუნდში მოვიდა მასთან ყველას თბილი და კარგი ურთიერთბა ჰქონდა და ეხლაც ესეა. “არანაირი უთანხმოება არ არსებობს. ყველაფრის დაბრალება მთავარ მწვრთნელზე არ შეიძლება. მას სჭირდება კლუბის მიერ გვერდზე დგომა და ამ ყველაფერს გავაკეთებთ”. ასევე ვალდანომ უარყო, რომ პერესმა მას შესთავაზა მწვრთნელობა.
“მაისის ბოლოს ჩვენ უკვე ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც შეიძლება გუნდში მოხვდეს”
ვალდანომ კვლავ გააგრძელა პელეგრინის დაცვა და აღნიშნა, რომ ჩილელმა ბევრი რთული გადაწყვეტილება მიიღო ზოგიერთ მატჩი, ასევე ვალდანომ აღნიშნა, რომ მანუელი უკვე 20 წელია მწვრთნელობას მიჰყო ხელი. ხორხემ ასევე გუნდიც დაიცვა:”ჩვენ 12 მოგებული მატჩის შემდეგ დავთმეთ მე-13 “ბარსასთან”. თამაშის წაგება ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანა დაინგრა. კარგად ჩანს, რომ გუნდი უდიდესს პროგრესს განიცდის. ”ბარსელონა” კი გაცილებით კარგადა შეთამაშებული ჯერჯერობით”.
“მაისის ბოლოს შეიძლება არც ახალ ტრანსფერებზე ვიფიქროთ და არც არავის გაშვებაზე. ჩვენ არ ვეძებთ ახალ მწვრთნელს. მერე რა, რომ მატჩი დავთმეთ. ჩვენ გუნდში არიან უმაღლესი კლასის ფეხბურთელები და ისინი წაგებას არ არიან მიჩვეულნი”.
“ჩვენ ვებრძოლებით “ბარსელონას” და არა სხვა ვინმეს და ერთი სეზონით დასკვნების გამოტანა ნაადრევია. “რეალს” აქვს ბრწყინვალე რეზერვი, რათა მომავალში იდეალური გუნდი გახდეს. გუნდში უკვე არის ფუნდამენტი. ჩვენი გუნდის საშუალო ასაკი 25 წელია და გვყავს შესანიშნავი დაცვა. ამ გუნდით შეიძლება დიდ მომავალზე ფიქრი”.
ინტერვიუს ბოლო ვალდანო “კასტილიას” თემას შეეხო:”ჩვენი 110 “კანტერელი” ესპანეთის პირველ და მეორე დივიზიონში თამაშობს. უკვე “რეალს” ჰყავს 14 აგენტი. სულ ერთი წლით ადრე მხოლოდ და მხოლოდ 4 ჰყავდა. სამწუხაროდ ყველა “კანტერელის” მიზანია მთავარ გუნდში თამაში, მაგრამ ეს ძალიან რთულია. გუნდის პრეზიდენტს თუ უნდა, რომ გუნდმა დიდი მომავალი შეიქმნას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ახალგაზრდებს”.
გეომადრიდისტა.ცომ