გააჩნია რა გუნდზე ვსაუბრობთ და ფანტაზიორობს ადამიანი.
როდესაც ამ დღევანდელ (განვლილი რამოდენიმე სეზონის ჩათვლით) ლივერპულზე და მის შემადგენლობაზე ვფანტაზიორობ მე მის ადგილს აქ ვერ ვხედავდი ვერასოდეს. განსხვავებით იმ ვარიანტებისგან რომელთა აქ ხილვის ალბათობა ძალიან დიდი იყო და თუნდაც ალონსოს გადაბარგების პირობებში გუნდი წინ წავიდოდა, არა ის რომ დაშლილიყო ესე ერთ სეზონში.
გამოგიტყდები სეზონის წინ მაშინაც კი როდესაც ალონსოს აქედან გადაბარგების საკითხი უკვე თითქმის გარკვეული იყო მე იმედი მქონდა რომ მისი აქედან წასვლა ესე კატასტროფულად არ დაეტყობოდა გუნდს. ამ ჩემი იმედის საფუძველი იყო იმ დედითელიტარული საზოგადოების მხრიდან არაერთი მართლაც სარფიანი შემოთავაზება. რომელთა შორის ერთ ერთი ვარიანტი იმდენად მომხიბვლელი იყო რომ 99% ვიყავი დარწმუნებული, ამ გუნდის მტრების გარდა იმ წინადადებებზე უარს არავინ იტყოდა. (რაფამ თქვა უარი ფულის სასასრგებლოდ! ამას ვერც წარმოვიდგენდი მე იმ წუთას.

) ისინი რობენი+სნეიდერს+ცოტა ფულს იხდიდნენ არბელოა+ალონსოს სანაცვლოდ. (გადახედე იმ დროინდელ თუნდაც ნიუსებს თუ ინტერვიუებს და ნახავ.)
ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა იყო სისულელე!
სნეიდერი არსებულ ვარიანტებიდან იყო ყველაზე უკეთესთაგანი ალონსოს შემცვლელთა შორის და ამას პლუს რობენი(რომელიც ოდნავ ტრავმირებადია ოდნავ "ღორი" და მაინც) რომლის ეფექტურობით მარცხენა ფრთის პრობლემა გვარდებოდა. ნუ ეს ჩემი გადასახედიდან რა თქმა უნდა. (რაფა სხვაგვარად უყურებდა და უყურებს სიტუაციას.)
მე ეხლა დიდად ვერ ვიპროფესორებ და მაინც ჩემი აზრით, ოდნავ რისკის მოყვარული ადამიანი, ძლიერი შეტევაზე ორიენტირებული შემადგენლობის პირობებში, მთელ რიგ შემთხვევბში გარისკავდა(!) და პრემიერლიგის თამაშებისას განსაკუთრებით ენფილდზე, ყოველგვარ სქემას მიაფურთხებდა და თუნდაც სამი მცველით ითამაშებდა. გოლები შემტევ და მოგებაზე გამოსულ გუნდს თამაშების პირველ ნახევარი საათის მანძილზე უნდა გაჰქონდეს ძალიან ხშირად.(ნუ მე მინდოდა რომ ესე ყოფილიყო) შემაგდენლობის კორქეტივები კი გატანილი ბურთ(ებ)ის შემდგომ ეკეთებინა მწვრთნელს.

მესმის რომ აზრი აღარ აქვს ამაზე საუბარს(ნერვების მოშლას) მაგრამ სეზონის წინ ვოცნებობდი რომ აქ ამ ფორმაციის შემადგენლობა(იმ 90% თამაშებში სადაც მეტოქე მუხლებში კანკალით უნდა ყოფილიყო(იყოს) გამოსული) იქნებოდა:
--------------------------------პეპე-------------------------------
ჯონსონი-------------------აგერი-------------------აურელიო
----------------------------მასკერანო----------------------------
------------სნეიდერი------------------ბენაიუნი---------------
კუიტი---------------------ჯერარდი--------------------რობენი
----------------------------ტორესი--------------------------------
აი ამ შემადგენლობის ხილვის შანსი იყო ძალიან რეალური და თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ამ ფორმაციით გუნდი არაფერს არ დაკარგავდა, პირიქით აუცილებლად მოგებული იქნებოდა თუნდაც ალონსოს აქედან აბარგების პირობებში.
P.S. მე მაგ შემადგენლობაზე ვფანტაზიორობდი. აი მაგ შემადგენლობაში შენ ხედავ აქუილანის ადგილს?!