მართალია ამ საქმეს ასეთი პირი უჩანდა ისედაც მაგრამ როგორც თავად თქვი ახლა დადასტურდა ოფიციალურადო. აი ამ ყველაფრის შემდგომ კი კიდევ უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის პირადად რა იყო იმის მიზეზი როდესაც ამ ამერიკელებმა DIC თავის დროზე მათთვის მომგებიან წინადადებაზე უარი უთხრეს?!
რა ამოძრავებდა ჰიქსს და რა იყო ყველაფრის უკან ან ყიდვის ან აქედან აბარგების მთავარი მიზეზი.
მოკლედ მაგათ დედებსაც ..... და ეხლა მთავარია აქ წესიერი ადამიანი მოვიდეს რა თქმა უნდა ფინანსურად ღონიერი მაგრამ არა ისეთი რომელსაც რამოდენიმე სეზონის მანძილზე სალაქუცოდ უნდა ეს კლუბი. უბრალოდ ის ვინც მოვა უბრალოდ ბიზნესმენი ან ფულის ტომარა კი არ უნდა იყოს არამედ სულ ცოტა ფეხბურთის ქომაგი მაინც.(ნუ თუ ამ კლუბის ქომაგი იქნება ეგ ხომ საერთოდ ყველაზე უკეთესი ვარიანტია.) ჩინელები იყო ნახსენები და გამომდინარე მათი ორმილიარდიანი ბაზრის პერსპექტივით არაა მთლად უსახური ვარიანტი თუმც იმ სნაიპერჯიშის(მათ ხომ თვალები დაბადებიდანვე ისე მოჭუტული აქვთ გეგონება რაღაცას უმიზნებენო. დავიჯერო იმ ვიღაც ტიპმა აქაურობას დაუმიზნა?!

) საზოგადოებაში უფრო ის ცელოფანი(თუ ნაგვის)პარკის კლუბია პოპულარული.
ვნახოთ რა იქნება და როგორ განვითარდება სიტუაცია. რატომღაც იმედი კიდევ უფრო მეტად მომეცა და ზაფხულისთვის (სეზონის დასრულების შემდგომ)ფულის სუნი დადგება მგონია.
Liverpool May Be Sold Before Next Soccer Season
SebastiAn9რა ვერ იპოვე შე კაი კაცო.
1997-98 Liverpool Shirt სანდა საღოლ, მაგარია!
მე არ შევდივარ შიგ თუმც მართლა იშვიათად ალბათ წააწყდები რაღაც გამორჩეულს. ჩემი ძმა ფეხბურთს თამაშობს ხოლმე და ევასება სათამაშო მაისურები ხოდა სრულიად ახალი, "ბირკით" ბოლტონის, რიბოკის მაისურა მოათრია. (4 ლარადო თუ არ მომატყუა. არ უყვარს ისე ფულზე საუბარი და შესაძლებელია სიმართლეც არ ეთქვა.)
Mersisaidmanგააჩნია რა რეფორმები გატარდება და რა სასიკეთო ძვრები განხორციელდება თორემ ეგება მართლაც დიდი სიამოვნება იყოს მომდევნო სეზონში პრემიერლიგის ყურება.
მე კი ვეცადე იქ მარკა კომზე ჩემი პატარა წვლილი შემეტანა და პატარა ეგება გამედურაქებინა ის დედაელიტარული საზოგადოება შემეტყუებინა რა მათთვის რაფა მაგრამ როგორც ჩანს არ თოხლეს.
Real Madrid are plotting a spectacular £150million double swoop for England's crown jewels, Wayne Rooney and Fabio Capello.
არაუშავს ჯუვე წაიყვანს და მააშორებს აქედან ამ გაზულიქებულ ბლანჟიანს.
ეეეეხ ეხლა გამახსენდა აი შარშან აქ სავარაუდო შემცვლელ მწვრთნელად ერთი სპეციალისტის სახელი გავაჟღერე და კინაღამ დამცინეთ.
არადა ის სპეციალისტი ამ გუნდზე გაცილებით ნაკლებად კლასნი მოთამაშეებით პირველსავე სეზონში აი ქვეყნის ჩემპიონიც ხდება და ლიგის ფინალშიც 90% ალბათობით ზის და იქ კი ........

ხო ეს რატომ გავიხსენე. ეხლაც შევიგულე ერთი სპეციალისტი და ეგრევე ნუ დამცინებთ.
აი ის ვისზეც ეხლა ვსაუბრობ როგორც ფეხბურთელი შეიძლება არ იყო მთლად დიდი და ბრჭყვიალა კაშკაშა ვარსკვლავი თუმც ტიტულების მხრივ ძალიან ძალიან ტიტულოვანია.(ყველაფერი აქვს მოგებული რისი მოგებას კი კარიერის მანძილზე შესაძლებელია ფეხბურთელისათვის.) შეიძლება როგორც მწვრთნელს ეს დიდ პლუსს არ უკეთებდეს ერთის მხრივ(რადგანაც დიდი ფეხბურთელი ავტომატურად ძლიერ მწვრთნელს არ ნიშნავს) მაგრამ მეორეს მხრივ ის ნაცნობია გამარჯვებებს და იცის მათი გემო!
ის ვისზეც ვსაუბრობ (შეიძლება არც მევასებოდა და არც ახლა მიყვარს როგორც ქომაგს) გამოდგა მეგობარი ფეხბურთელებთან ურთიერთობაში! ეს განსაკუთრებით გამოჩნდა მის ერთ ტრანსფერისას, მეტად წესიერ ადამიანთან ურთიერთობაში. ეს კი პლიუსია რაფასგან განსხვავებით.
ის უკვე ნაცნობია პრემიერლიგას მიუხედავად იმისა რომ მწვრთლის თანამდებობაზე მას ინგლისში არ უმუშავია. ესეც რაღაც უპირატესობას იძლევა რაფასგან განსხვავებით რომელსაც წლები დასჭირდა ადაპტაციისათვის და ერთი კონკრეტული თამაშის მოგებისათვის.
ის არასოდეს ყოფილა MU ს წევრი და მათთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.(ეს დიდი პლიუსია, მერწმუნეთ!) მას კრაკადილებითაც კი შეუძლია მოიგოს ქვეყნის პირველობა რაც ასევე მხოლოდ პლიუსს უკეთებს მას როგორც მწვრთნელს.
და ბოლოს ის არ უყვარს მიშა პლატინის! ამაზე დიდი პლიუსი კი არ ვიცი ბოლოს რა მიმეწერა მისთვის.
იმედია მიხვდით ვისზეც ვსაუბრობ და ისე ცივი უარი არ მსტკიცოთ ვანგაალის შემთხვევისა არ იყოს.