უ ტორესობა + ......
შესაძლოა, ევროპის ლიგის ნახევარფინალებიც არ გადაიდოს.
შეგახსენებთ, რომ ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის ღრუბელი პრობლემას ქმის ფრენასთან დაკავშირებით. ამის გამო ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ევროპული ტურნირების(ამ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა) გადადების საკითხსაც განიხილავდა.
თუმცა, გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პირველი ნახევარფინალური შეხვედრები არ გადაიდება. ახლა კი, Daily Mail-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროპის ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრებიც ჩვეულ დროს(22 აპრილი) გაიმართება.
ასეთ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღნიშნული ვებგვერდი იტყობინება, “ლივერპულს” მოუწევს 2.600(!) მილის გავლა. “წითლებს” მოუწევთ ორდღიანი მგზავრობა, თანაც ისე, რომ დღეს, გვიან, “ვესტ ჰემთან” მატჩის შემდეგ რამდენიმე საათში მოუწევთ ლივერპულის დატოვება. “ატლეტიკოსთან” თამაშის შემდეგ კი სასწრაფოდ უკანვე დაბრუნება, რათა დარჩეთ მინიმალური დრო იმისათვის, რომ “ბარნლისთან” საკვირაო მატჩისთვის მოემზადონ.
როგორც ხედავთ, მერსისაიდელებს წინ საკმაოდ დამღლელი დღეები ელოდებათ. მე კი აქვე გთავაზობთ იმ მარშრუტს, რომლის გავლაც “წითლებს” მოუწევთ მადრიდში ჩასასვლელად, თუ რა თქმა უნდა, უეფამ რაიმე არ შეცვალა.

წყარო:
http://liverpoolfc.ge/