SPORT1: მანჩესტერი, შტუტგარტი, შალკე, ლევერკუზენი. ბოლო კვირების განმავლობაში ბაიერნი მხოლოდ ტოპ მატჩებში მონაწილეობდა. როგორ უძლებდით ამხელა დატვირთვას?
- რა თქმა უნდა ფეხბურთელებისთვის ძალიან ძნელია მასეთი ტემპის ატანა. 70 წუთის შემდეგ უკვე ძალიან ვიღლებოდით. თუმცა ნათამაშები ფრე ლევერკუზენთან არ უნდა დავაბრალოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობას.
SPORT1: და როგორ შეაფასებდით ამ თამაშებს?
- ვფიქრობ, რეზულტატით კმაყოფილნი უნდა ვიყოთ. ბუნდესლიგაში პირველი ადგილი გვიკავია და მეორე ადგილს 2 ქულით ვუწრებთ, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იქ ნახეგარფინალში გავაღწიეთ.
SPORT1: ჰმ... არც ისეთი ცუდია...
- რა თქმა უნდა. ჩვენ კარგად გავუძელით ბოლო დატვირთულ კვირებს, თუმცა რა თქმა უნდა უფრო გახარებულები ვიქნებოდით, ლევერკუზენში 3 ქულა რომ აგვეღო და 4 ქულით დავწინაურდებოდით ბუნდესლიგაში. ეხლა კი უბრალოდ კონცენტრირებულნი უნდა გამოვდიოდეთ ყოველივე შეხვედრაზე და ჩვენი ამოცანები წარმატებით შევასრულოთ.
SPORT1: ლევერკუზენთან გასამართი მატჩის წინ, თქვენ უკვე იცოდით შალკეს წაგების შესახებ. ეს უპირატესობაა, თუ...?
- როცა შალკეს წაგების შესახებ გავიგეთ, რა თქმა უნდა ძალიან გაგვიხარდა. ვიცოდით, რომ პოზიციების გასამაგრებლად შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა. სამწუხაროა, რომ ის მხოლოდ სანახევროდ გამოვიყენეთ.
SPORT1: ფრე ლევერკუზენთან სამართლიან შედეგად მიგაჩნიათ?
- საკმაოდ. გვესმის, რომ ლევერკუზენმა საკმაოდ ბევრი მომენტი გაანიავა. არ შეიძლება ამის იგნორირება.
SPORT1: თამაშის ბოლოს, როცა საჯარიმოში შეიჭერით, ჰანს სარპეიმ თქვენი გარღვევა შეაჩერა. იყო თუ არა პენალტი?
- ჩემი აზრით იყო.
SPORT1: რას ნიშნავს თქვენთვის ეს დასვენების პერიოდი?
- ძალიან ბევრს, ეხლა დავისვენებთ და ახალი ძალებით შევუტევთ სამ ფრონტზე.
SPORT1: რამდენად მნიშვნელოოვანი ფრანკ რიბერის დარჩება ბაიერნისთვის?
- თავად შეგიძლიათ უპასუხოთ თქვენივე შეკითხვას. როცა კაცს ნახევარი ევროპა დასდევს, ალბათ ის მნიშვნელოვანია გუნდისთვის. ძალიან ბევრი შეუძლია და ამას ყველა ხედავს.
SPORT1: გადამყვეტ თამაშებში წარმატების მიღწევის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, დარჩება რიბერი, თუ წავა?
- არ ვიცი. მე მასთან ამ საკითხზე არ მილაპარაკია. ხალხის უდიდესი ნაწილისთვის ეს კითხვა ღია რჩება.
http://www.sport1.de/de/fussball/fussball_...kel_223995.html This post has been edited by Jaguar paw on 13 Apr 2010, 16:48