არვიცი ეს ნიუსები თუ დაიდო.. არ შემხვედრია წინა გვერდებზე.. დაა დავდეებ...))
ბეკენბაუერი ძეკოს ყიდვას უარყოფს
ფრანც ბეკენბაუერმა კომენტარი გააკეთა ედინ ძეკოზე, რომელიც შესაძლოა ვოლფსბურგიდან ბაიერნში გადმობარგდეს.
" ედინ ძეკო ნამდვილად კარგი თავდამსხმელია და ბევრ გოლს იტანს თავის პოზიციაზე, მაგრამ მე ბაიერნს ვურჩევ მისი ყიდვისგან თავი შეიკავოს. ჩვენ ბევრი თავდამსხმელი გვყავს. თან ზაფხულში ლუკა ტონი დაბრუნდება და კიდევ ის დაემატება მათ რიცხვს. გუნდში ძალიან ბევრი ფორვარდია და კიდევ ახალის დამატებისგან ბაიერნს ვურჩევ თავი შეიკავოს". განაცხადა ბეკენბაუერმა Bild საუბარში.
" გუნდს ესაჭიროება დაცვის გაძლიერება. ბაიერნმა უნდა იყიდოს ვინმე კარგი მცველი, რადგან გუნდის ეხლანდელი დაცვა ძალზედ ბევრ გოლს უშვებს. ასევე გუნდს ესაჭიროება ახალი მეკარე. ჰანს იორგ ბუტი ნამდვილად კარგი მეკარეა, მაგრამ იგი ფეხბურთისთვის ძალზედ ასაკოვანია და ის მომავალში გუნდს კარებში ვერ დაუდგება". დაამატა კაიზერ ფრანცმა.
წყარო: fcbayern-munchen.com
---------------------------------------

ბაიერნის ნახევარმცველმა მარკ ვან ბომელმა თავისი კომენტარი გააკეთა 21 აპრილს გასამართ მატჩზე, სადაც ერთმანეთს ბაიერნი და ლიონი შეხვდებიან.
" ჩვენ პირველ ადგილზე ვართ ბუნდესლიგაზე, გავედით გერმანიის თასის ფინალში და რაც მთავარია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვართ. სამწუხაროა რომ პირველ მატჩს გამოვტოვებ. ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია და მთავარი წინ გვაქვს. ლიონს ძალიან საშიში თამაში უნდა დავუპირისპიროთ და შეტევების გაკეთების შანსი არ უნდა მივცეთ. ძალიან მძიმე მატჩი ელის ბაიერნს. მე უკმაყიფილო ვარ მსაჯის გადაწყვეტილებით, არ ვიყავი ყვითელი ბარათის ღირსი, მაგრამ ვერაფერს შევცვლი". განაცხადა მარ ვან ბომელმა.
წყარო: fcbayern.am
----------------------------------------
ბაიერნი ალტინტოპს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვენელობას სურს ახალი კონტრაქტის შეთავაზება 27 წლის თურქი ნახევარმცველისათვის, ჰამიტ ალტინტოპისათვის. მას ძველი კონტრაქტი ამ სეზონის დასასრულს უსრულდება, და ბაიენის ხელმძღვანელობა შეეცდება თურქის კლუბში დარჩენას. ალტინტოპის ყიდვა სურს გალათასარაის. ვნახოთ დარჩება თუ რა ჰამიტი.
წყარო:fc-bayern.ru