კარლ-ჰაინც რუმენიგემ ისაუბრა ჯეკოზე, ტონიზე კლოზეზე, რიბერიზე...

როგორც იცით, რამოდენიმე დღის წინ "მგლების" თავდამსხმელი ედინ ჯეკო მიუნხენში შენიშნეს.
რუმენიგემ ამის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა" "ის ჩვენთან არ იყო"
რუმენიგე: "ის თანხა, რასაც ვოლფსბურგი მის სანაცვლოდ ითხოვს, ჩვენ გვაშინებს. ამას ემატება კიდევ ხელფასიც.
ჯეკო რა თქმა უნდა კარგი ფეხბურთელია, თუმცა მის გადმოსაბირებლად მოლაპარაკებებს წელს არ გავმართავთ. "
რუმენიგემ ისაუბრა ასევე ტონი კროოსისა და ვან გაალის შეხვედრაზე და ერთი პატარა საიდუმლოც გაგვანდო. მაშინ როცა კროოსი და ვან გაალი შეხვედრიან ერთმანეთს, ჰოლანდიელს 20 წლის ფეხბურთელისთვის ასეთი რამ უთქვამს: "ბავარია საუკეთესო კლუბია, რომელშიც მე მიმუშავია"
რაც შეეხება რიბერის, რუმენიგეს თქმით ისინი კვლავ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს ფრანგ ფეხბურთელთან, რათა მან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდება ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი კლუბს დატოვებს.
რუმენიგემ ასევე კომენტარი გააკეთა ლუკა ტონის შესახებაც, როგორც იგი ამბობს ტონის სურვილი აქვს დარჩეს რომში, მაგრამ მას ბავარიასთან 2011 წლამდე აქვს კონტრაქტი, ამიტომ თუ რომის კლუბს მისი დატოვება მოუნდება, მოუწევს მისი გამოსყიდვა.
წელს გახმაურებულ ტრანსფერებს არ უნდა ველოდეთო, სხვათაშორის არც დაცვა არის კრიზისულ მდგომარეობაში, თუმცა ცვლილებები შეიძლება მაინც მოხდესო.
https://youtu.be/xpwhTi3pwu8?t=1396 ძუძუ ძმაო.