სტოიჩკოვი:”ზოგი წიხლებს იქნევდა როგორც ვირი, ზოგიც ფეხბურთს თამაშობდა”
კატალონიის “ბარსელონას” ბულგარელმა ლეგენდამ, ხრისტო სტოიჩკოვმა კომენტარი გააკეთა ლეო მესის სათამაშო ფორმაზე. მისი თქმით, შეუძლებელია არგენტინელზე მეტს მიაღწიო თანამედროვე ფეხბურთში. ბულგარელის აზრით, “ელ–კლასიკოში” ლეომ კიდევ ერთხელ დაგვანახა, ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.
მესის ბრწყინვალე გოლების სერია გაგრძელდა მადრიდშიც. მას შემდეგ, რაც არგენტინელმა “არსენალს” პოკერი შეუსრულა, მთელი მსოფლიო მასზე ალაპარაკდა. ასე იყო ხრისტოს დროსაც, როდესაც პრესაში წერდნენ, რომ მისი გაჩერება მხოლოდ პისტოლეტით შეიძლებოდა.
“ადრე ამბობდნენ, რომ ჩემი გაჩერება მხოლოდ პისტოლეტით შეიძლება. მესის შესაჩერებლად კი ავტომატია საჭირო”–განაცხადა სტოიჩკოვმა.
44 წლის ბულგარელს არ დავიწყებია მადრიდელთა გაკრიტიკება. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა ანტიმადრიდისტული გამოთქმებით.
“რა კომენტარის გაკეთება შეიძლება მათზე (გულისხმობს მადრიდელებს.ავტ.)?! ისინი ხომ ვირებივით იქნევდნენ წიხლებს. კატალონელები, კი ფეხბურთის სათამაშოდ იყვნენ გამოსულები”–განაცხადა ხრისტომ, როდესაც “ბერნაბეუზე” გამართულ “კლასიკოზე” თხოვეს კომენტარის გაკეთება.
“ფული ფეხბურთს არ თამაშობს! “რეალის” დახარჯული მილიონები არ აღმოჩნდა საკმარისი მხოლოდ ერთი გოლის გასატანად”–განაცხადა სტოიჩკოვმა.
წყარო :
http://www.totalbarca.com/პედროს გოლის დროს ,,სანტიაგო ბერნაბეუ” ,,ჩაკვდა”

ეგრე უნდათ მაგათ
This post has been edited by eke-messi on 12 Apr 2010, 20:22