27-ე წუთი, ვესლის პასი პანდევს, გორანი აყოლებს ბურთს მილიტოს და თითქოს 1-1 - ია, გოლი გარდაუვალი ჩანს, მაგრამ მილიტო ისევ აცილებს!

internazionale - ისეთ ხმას გამოსცემს ამ მომენტში რომ მიკვირს - არ წარმომედგინა ადამიანს მსგავსი ხმის გამოცემა თუ შეეძლო!
ცოდოა ინტერი ამ ანგარიშისთვის, მითუმეტეს ამ მომენტამდე 3 საგოლე შეტევა გამოგვივიდა და ვერცერთი გავიტანეთ, მით უმეტეს როდესაც, ჩვენის გადმოსახედიდან, ლოგიკიდან ამოვარდნილი გოლი გავუშვით! ერთადერთი შეცდომა მცველებისა რომელიც გატანილ გოლად დაგვიჯდა!
და აი ნანატრი 30-ე წუთიც დგება! ძანეტის აქტიურობას მარცხენა ფლანზე ზედიზედ ორი ჯარიმა მოჰყვა ( რა ბედნიერებაა რომ გუნდში გყავს ასეთი კაპიტანი ) მოტა სწრაფად აძლევს ბურთს სნაიდერს, ვესლიც არაამქვეყნიურ დიაგონალს უჭიმავს ეტო'ოს , მაიკონი-სამუ - მილიტო, რომელიც ბრწყინვალედ ფარავს ბურთს კორპუსით, აძლევს პასს სნაიდერს და 1-1 !

გაგიჟდა მეაცა და გადაირია "ივენთ-ჰოლი" ! "დასვენებულმა" იოგებმა იმხელა ხმა გამოსცეს გეგონებოდა ბარბაროსების ომში მოხვდიო! თუმცა ეს ჯერ კიდევ არ იყო ექსტაზი, მთავარი წინ გველოდა.
შემდეგი 5 წუთი საღ გონებაზე მოსასვლელად გვჭირდება! amadeo მამხნევებს და მეუბნება - დამიჯერე 1-1 იც გვყოფნის ჩვენო!
დარჩენილ დროში ღირსშესანიშნავი არაფერი ხდება. ბარსას ფანებს უწევთ იმის გაცნობიერება რომ მესი ჯერ მაინც არაა მარადონა, და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ამის გაცნობიერებაში არგენტინული ტრიო - ძანეტი - კამბიასო - სამუელი ეხმარებათ! კიდევ ერთი ეპიზოდი ჟოზე მაურინიოს გაკვეთილების ციკლიდან: როგორ გავაჩეროთ მესი. ამჯერად The Wall - ის ზუსტი თამაში და პირველი ტაიმის აქტუალური კითხვა მესის შესახებ აღარავის ახსოვს - მესი ამ დღეს ერთი რიგითი მოთამაშე იყო!

პირველი ტაიმი ასეც მთავრდება და მეორე ტაიმის მოლოდინში ირინდება მეაცა! ქართულ ტიფოზერიაში კარგი განწყობაა, ყველას გვჯერა ჩვენი გუნდის. დიდი მატჩის ატმოსფერო სუფევს დარბაზშიც, ყველა მეორე ტაიმს ელოდება.
ამ ტაიმის მერე გეუფლება გრძნობა რომ ისტორიულ თამაშს უყურებ, რომ მოლოდინისამებრ მატჩი უაღრესად დაძაბულია, რომ ორი გოლი ფაქტობრივად არაფრისგან გავიდა, რომ ბარსა უპირატესობას ფლობს ბურთის ფლობის მხრივ, მაგრამ ეს ის ბურთის ფლობა არაა რომელსაც კატალონიელებმა მიგვაჩვიეს, და მთავარი: სერიოზულ შეცდომებს უშვებენ ბარსელონას მცველები, არადა მათ ქომაგებს რომ ჰკითხო მათ გუნდს სუსტი წერტილი არა აქვს. მეგობრებო ბარსას დაცვა ინტერის დაცვასთან შედარებით 0-ია! აღარაფერს ვიტვყი მეკარეზე!
შესვენებაზე ღირებული არაფერი მომხდარა ჩვენსკენაც, თუ არ ჩავთლით რიტუალური დანიშნულების და საკრალური მნიშვნელობის ადათს რომელსაც ტრადიციულად მე და amadeo ვასრულებთ ხოლმე



მეორე ტაიმის დაწყებისას ინტერი მოედანზე უფრო ადრე და უფრო შემართული გამოვიდა, რაც ბუნებრივია იმის გათვალისწინებით რომ ჩემპიონთა ლიგა 45 წელია არ მოგვიგია.
მეორე ნახევარი აქტიურად იწყება და იგრძნობა რომ შეხვედრა 1-1 - ი არ დამთავრდება. ვესლი-მილიტოს და პანდევი ვერ წვდება ბურთს! როგორც ამ დროს ამბობენ ხოლმე - გოლი მწიფდება.
სეზარის იგერიებს ბურთს, ხერარდ პიკე არაზუსტად თამაშობს, ბურთი მოტას მისდის, რომელიც თავისმხრივ მილიტოს აწვდის! და კიდევ ერთი თამაშგარე!

შემთხვევით არ მიხსენებია მოტა. ჩემი აზრით მესი-ხავის დუეტის ნეიტრალიზებასა და ნერაძურის შეტევით პოტენციალში უდიდესი წვლილი სწორედ ბრაზილიელს მიუძღვის. თუმცა ამაზე ოდნავ გვიან.
ნანატრი წამიც მალე დგება. ზემოხსენებული მოტა, ბურთს ართმევს მესის. აქ კი საქმეში ერთვება გორან პანდევი! იმ დღეს გორანმა იმდენი იშრომა - გავოცდი. ბრავო პანდევს, ბრავო მაურინიოს - მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე მაკედონიელი უაღრესად პროდუქტიული იყო. პანდევი ოთხი (!) ბარსელონელის გარემოცვიდან მოხერხებულად ძვრება, გემრიელ პასს აძლევს მილიტოს, რომელიც თავის მხრივ ამჩნევს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მყოფ მაიკონს. მაიკონიც , როგორც გამოცდილ ფორვარდს შეეფერება, შესაშური სიზუსტით ამუშავებს ბურთს, ელეგანტური ფეხის მოძრაობა და 2-1 ინტერის სასარგებლოდ.


ეს ყველაფერი კი წამებში მეგობრებო! ის ცივსისხლიანობა ( ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით ) რაც მაიკონმა გამოამჟღავნა კიდევ ერთხელ აღნიშვნის ღირსია. ბრავო დუგლას, ბრავო ჟოზე! თუ შეამჩნიეთ, მეორე ტაიმის 20 წუთი მაიკონი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობდა, ანუ 3 მცველი (!) ბარსასთან!
და „ივენთ-ჰოლში“ შეკრებილი საზოგადოების ერთი მეცხრედი ამათზე მეტად თუ არა, არც ნაკლებ აფექტურ მდგომარეობაში ვიმყოფებით! ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა ( კიდევ ერთხელ ბრავო ინტერს, ბრავო ჟოზეს ) რომ უმრავლესობამ გოლის ავტორი ვერ დავაფიქსირეთ! 2 წუთიანი ღრიალის მერეღა გავიგეთ რომ გოლი მაიკონს გაუტანია.

51-ე წუთი. კამბიასო ბრწყინვალედ თამაშობს, პანდევი-ვესლი და პასი მილიტოს, პუიოლი ხელს კრავს და აჩერებს სახიფათო შეტევას. სწორედ ამის გამო მიიღო ყვითელი. ეს ისე საკამათო რო არ იყოს. გირჩევთ უყუროთ გამეორებას. ბარსა განმეორებით შეხვედრას კაპიტნისა და მაგარი მცველის გარეშე ჩაატარებს.

53-ე წუთზე, მესის დარტყმა და დიდებული ჟულიო სეზარი. ეს საგულისხმო ეპიზოდია, ამ თამაშში პირველად ლიონელ მესი გასცდა პანდევს! მითუმეტეს მაშინაა დასაფასებელი როცა გორანი ნახევარმცველი არაა. მოკლედ უნივერსალების გუნდია ინტერი!

ჟულიოს კიდევ ერთი არანორმალური თამაში! ბუსკეტსის თავურის შემდეგ.

როგორ გავაჩეროთ მესი?? ამ საკითხზე ხავიერ ძანეტი ლექციებს წაგიკითხავთ

მოედანზე შემოსასვლელად დეიან სტანკოვიჩი ემზადება. ვხედავთ და ვიცით რომ ვინც არ უნდა შეცვალოს, თუ არაფერი მოგვემატება, არც არაფერი დაგვაკლდება, ვიცით რომ სულს და გულს დადებს! სწორედ ამიტომ ფასობს IL DRAGONE! შემოსვლის წინ ჟოზე რაღაც უცნაური ჟესტებით უხსნის რა უნდა გააკეთოს მოედანზე: შეკუმშულ მარჯვენა ხელს 5-ჯერ მაინც ურტყამს გაშლილ მარცხენა ხელზე.

და 55 წუთსა 55-ე წამზე მოედანზე შემოდის დეკი!