როგორ გავცდეთ ბარსელონას?! როდესაც მეოთხედფინალური წყვილები დასახელდა, მგონი არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ნახევარფინალური წყვილი სწორედ ინტერი-ბარსელონა იქნებოდა.
ამ მომენტისთვის ალბათ შეუძლებელია სადმე მონახო ბარსაზე უფრო ძლიერი და საშიში მოწინააღმდეგე - ჩემი აზრით,
მოცემულ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო კლუბი. გუნდი რომელსაც ერთი შეხედვით მინუსები არ გააჩნია.ბარსას თამაშის სტილი იმდენად გენიალურია, რამდენადაც აბსურდულად მარტივია. კატალონიელების თამაშის მთელი მუღამი და ძალა ბურთის უზადო კონტროლსა და მის შესაშურ გათამაშებაშია - სწორედ ეს ფაქტორი აძლევს საშუალებას გუნდს დამალოს თავისი
სუსტი წერტილები ( დაცვა და მეკარე ).ბურთის კონტროლი, სათამაშო ელემენტია რომელიც მათ აიყვანეს სრულყოფილებამდე - ეს უკვე ავტომატიზმია, რომელიც უშეცდომოდ მუშაობს. ამ მექანიზმის კატალიზატორები კი უდავოდ -
ხავი-ინიესტას დუეტია ( ჩემი აზრით შემქნელების საუკეთესო დუეტი თანამედროვე ფეხბურთში)
ასულგრანას თამაში მრავალწილად "ხავიესტას" დუეტზეა დამოკიდებული, და არა როგორც უმრავლესობას მიაჩნია - მესიზე. ( არგენტინის ნაკრების თამაშები ადასტურებს ამ მოსაზრებას. ნაკრებში ნახევარმცველების სათანადო მხარდაჭერის გარეშე მესი ისეთივე ეფექტური და საშიში არაა )
ლეო უბრალოდ ბრწყინვალედ ასრულებს ამ ორი გენიის წამოწყებულ შეტევებს. თუმცა მესი არანაკლებ გენიალური მოთამაშეა.
ხავის და ინიესტა, არგენტინელისგან განსხავებით, უფრო სისტემის სულისჩამდგმელები არიან - მათზეა დამოკიდებული მთლიანი კონსტრუქცია და ამ კონსტრუქციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები მათით სუნთქავს.
ის თუ როგორ არ უნდა ითამაშო ბარსელონას წინააღმდეგ, ნათლად გამოჩნდა კამპ-ნოუზე ( არსენალის წინააღმდეგ ). ბარსელონამ გადაუარა კანონირებს. თუმცა რამდენადაც ეს გამარჯვება ბრწყინვალე იყო, იმდენად ადვილი საპოვნელია ამის მიზეზები. მიუხედავად არსენალისადმი პატივისცემისა, უნდა აღინიშნოს რომ ინტერი ბევრად ძლიერი გუნდია ( ტაქტიკური და ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით )
ლოგიკურია ვიფიქროთ რომ ერთადერთი გზა ბარსას გასაჩერებლად ესაა - დატოვო ისინი უბურთოდ, მაგრამ დღესდღეობით ეს დილემა პრაქტიკულად შეუძლებლად მოსჩანს! თუმცა სადაც ჩელსიმ შარშან შეძლო - იმავეს გაკეთება ჩვენც შეგვიძლია! ლონდონელებმა გადაკეტეს ნახევარდაცვა, იდეალურად გამოთიშეს თამაშიდან მოწინააღმდეგის ნახევარდაცვა - შესაბამისად კომფორტს ნაჩვევი მესის მარგი ქმედების კოეფიციენტი პრაქტიკულად 0-მდე დაიყვანეს! არცერთ თამაშში ზემოხსენებულ სამეულს ღირებული არაფერი შეუქმნია გარდა ავადსახსენებელი 90-ე წუთისა.
მიმაჩნია რომ არისტროკრატების მიერ არჩეული ტაქტიკა ერთადერთია რომლითაც ბარსას დამარცხება რეალურია - აუცილებელია პრაგმატულად და ძალისმიერად თამაში, პრესინგი მეტოქის მოედანზეც კი!
ზუსტად ამავე სტილით გავცდით ჩელსის, გამოვიყენეთ რა ეს უმძლავრესი იარაღი - პრაგმატულობა და კომპაქტურობა, ეს ყველაფერი პრესინგთან და სწრაფ კონტრ-შეტევებთან ერთად. უნდა აღინიშონს ეს ყველაფერი არც თუ ცუდად გამოგვდის! პრაქტიკულად ეს ჩვენი სტილია! ჩვენი მოგონილი! ანგარიშზე თამაში როგორც შეგვიძლია ესეც ვიცით, მოკლედ უძლიერესი იტალიური სკოლის მიმდევრები ვართ რა.
ჩვენი მინუსია საშინლად გადატვირთული კალენდარი, მნიშვნელოვანი თამაში იუვესთან. პლუს ამას ყვითლები - სამუელი,სტანკოვიჩი, ძანეტი და მაიკონი. შეიძლება მაურინიოს მოუხდეს ტვინის ჭ###ტვა მეორე შეხვედრისთვის.
არ უნდა დაგვავიწყდეს ზლატანის ფაქტორიც - ამ კაცს არაფრიდან შეუძლია გოლის შექმნა ( თუმცა აღვნიშნოთ რომ დიდ თამაშებს აგდებს )
პ.ს. მოუგეთ რა ცსკა-ს გასვლაზე, გავიმეორეთ საკლუბო რეკორდი! - 5 მიჯრით მოგება ჩემპიონთა ლიგაზე. აქამდე ეს მხოლოდ 2-ჯერ შევძელით - 1964 და 1965-ში. იმ წლებში როდესაც თასები მოვიგეთ! დეჟა ვუ?შანსები:
ინტერმა ბოლო 5 თამაში ლიგაზე მოიგო. ბურთების შეფარდებაა 7-1-ზე !
ბარსამ კი ბოლო 5 თამაშიდან 3 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა, ბურთები 13-5-ზე. ( 2-ივე ფრე გასვლაზე ითამაშეს )
რეზუმე: ბარსა სახლში და ბარსა გასვლაზე ორი სხვადასხვა გუნდია ( საოცარ ძალას იძლება კამპ-ნოუ), ინტერი კი სახლში უძლეველია! მგონია რომ შეგვიძლია სან-სიროზე ბარსას დამარცხება, და იმის გათვალისწინებით თუ როგორ შეგვიძლია ანგარიშზე თამაში, მგონია რომ ფინალიც არ ჩანს მიუღწეველ ოცნებად!
პლუს ამას - მაიკონს უთქვამს რევანშს ავიღებთო
FORZA INTERNAZIONALE!
This post has been edited by sabo_nero on 14 Apr 2010, 18:38