გავახარეთ რომა რამდენიმე ტური და ეყოფათ, ინტერი დაუბრუნდა თავის ჩვეულ ადგილს

სულ რაღაც 3 თამაში დარჩა 2 ქულა არის სხვაობა, 2 მოგება და 1 ფრეც გვაძლევს შანსს რომ გავჩემპიონდეთ (რამდენადაც ვიცი პირველ რიგში ბურთების შეფარდება ითვლება, თუ ვცდები გთხოვთ მითხარით რას ენიჭება თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა). თუმცა ვფიქრობ რომ ეგრე დასათვლელად არ მივა საქმე.
ძალიან მომეწონა არნა ატალანტასთან, ბიჭს აშკარად აქვს მონაცემები რომ მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს გუნდის. იმედია დარჩება ინტერში და უფრო მეტი შანსიც ექნება რომ თავი გამოიჩინოს, თან ამ ბოლო თამაშებში აშკარად გვჭირდება არაგადაღლილი და მოტივირებული ფეხბურთელი.
ძალიან ცუდი ამბავია რომ სნეიდერი ვერ გვეყოლება ბარსასთან (იმედია ვცდები და გაზვიადებულია მაგის ტრამვის ამბავი), მითუმეტეს რომ სტანოკიც ვერ ითამაშებს

მინდა რო კუარეჟმას იმედი მქონდეს მაგრამ ვერანაირ მიზეზს და საბაბს ვერ ვხედავ რო თავი მოვიტყუო და ვთქვა რომ სნეიდერს ნახევრად მაინც ჩაანაცვლებს (ღმერთმა ქნას ვცდებოდე). სხვა მემგონი ყველა მწყობრშია და დიდი იმედი მაქვს რო ფინალში გავალთ.
ბალეოტელიზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას, მორატის გაფუჭებული არის ეგ ფეხბურთელი, ვერ სწავლობს ეს კაცი ჭკუას, ვინც შვილივით მიიღო და თავზე ხელის გადასმით ცდილობდა ფეხბურთელი და კაცი დაეყენებინა ყველამ უღალატა და არ დაუფასა (ნუ გამონაკლისს ვიტყოდი რეკობას). მე რატომღაც მგონია რომ თუ ბალო განაცხადში იქნა ბარსასთან, მაუ მისცემს ბოლო შანსს რომ ფანების წინაშე თამაშით გაოისყიდოს თავის შეცდომები, თუმცა გამარჯვების გოლიც რომ გაიტანოს მეეჭვება საპატიებელი იყოს და აპატიონ ის უმსგავსო საქციელი რაც სანსიროზე ჩაიდინა.
P.S. მგონია რომ ეტოო გაიტანს ნოუ კამპზე