შემდეგი ტური კიევში - დინამოსთან!!
ისე ორიოდ სიტყვა მინდა დავწერო უკრაინაში არსებულ საკლუბო დაპირისპირებებთან დაკავშირებით.
ძალიან გამიკვირდა, როცა დნიპრო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე ვნახე კიევის დინამოს ლოგოს გრაფიტები და წარწერები, ტიპა "დნიპრო და დინამო ძმები არიან"
ასევე დნიპრო-კარპატის მატჩზეც ვიყავი და დნიპროს და კარპატის ფანები ხელიხელგადახვეულები მოდიოდნენ სტადიონისკენ და ერთად მღეროდნენ სხვადასხვა ჰიმნებს.
მერე ულტრასებში გავიკითხე და თურმე რა ხდება, უკრაინის საკლუბო ფეხბურთი გაყოფილია 2 ბანაკად.
ერთი მხრიდან არიან კიევი, ლვივი და დნიპროპეტროვსკი.
მეორე ბანაკია დონეცკი, ოდესა, ხარკივი.
ეს 3-3 გუნდი სამკვდრო-სასიცოცხლოდ არის გადაკიდებული ერთმანეთს.
ხშირია ჩხუბები, რომლებიც ხშირად უმძიმესი შედეგით მთავრდება ხოლმე.
პრინციპში გეოგრაფიულად დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირებაც არის.
ერთ ბანაკში პრო-უკრაინული დასავლეთი და ცენტრი, მეორე ბანაკში - პრო-რუსული აღმოსავლეთი.