მე, როგორც სპურსელს, ყველა ინგლისელი მინდა ნაკრებში, მაგრამ, უფრო ობიექტური რომ ვიყო
დეფო, კრაუჩი, ლენონი (ვარჯიშობს უკვე) აუცილებლად წასაყვანები არიან მუნდიალზე
დოუსონს რაც შეეხება, უბრალოდ შეუდარებელია ამ სეზონში! ყველა მაღალ ბურთს იგებს და, რაც მთავარია, ძალიან მაგარ შორეულ პასებს აკეთებს გუნდის შეტევაში გადასასვლელად
მაგრამ(!), რადგან ძირითადში რიო-ტერის დუეტი იქნება, ხომ არ ჯობია, რომ კინგი წავიდეს მაინც? კვირაში ერთ თამაშს თამაშობს მხოლოდ, მაგრამ არამგონია მეტის თამაში მოუწიოს მანდ, იშვიათობაა ცენტრალური მცველის ტრავმა ასე თუ ისე, თან სხვა მცველიც იქნება, რიოც და ტერიც ორივე ხო არ დაიმტვრევა იქ? და ერთ და ორ თამაშს ლედლი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარებს. რედნაპმა თქვა, კაპელო მირეკავს ხოლმე და მეკითხება, ლედლი როგორააო... რაღაცას ნიშნავს ალბათ ეს

ბენტლი ძალიან გაფუჭდა, ახლანდელი თამაშით ნამდვილად არაა ნაკრებში ყოფნის ღირსი. ჯინასს კიდე ტრავმის გამო ძალიან ბევრი გაუცდა.
ზარბაზანას (ჰადლსტოუნს) რაც შეეხება, ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ ასე თუ განაგრძო, მომავალში აუცილებლად ითამაშებს ნაკრებში, ჩემი აზრით

This post has been edited by Lennon7 on 17 Apr 2010, 23:33