საოცარი შედეგი დაფიქსირდა გუშინ მე-16 ტურის მატჩში, კიევში. დინამომ 9:0 მოუგო ილიჩევეცს! ვისაც არ დაეზარა, ყველამ გაიტანა

არტემ მილევსკიმ პოკერი გაიფორმა.
მაგარი გაედო ილიჩევეცს, გაბედავასაც აღარ ათამაშებენ. მე-15 ადგილზე არიან და დიდი ალბათობით, ზაპოროჟიეს ბედს გაიზიარებენ წლის ბოლოს. არადა, მეტალურგიც მეცოდება, ტატანაშვილი თამაშობს მანდ.
როგორც ჩანს, გაზაევის წასვლამ უშველა დინამოს.

ისე, წელსაც ალბათ შახტარი მოიგებს. 5 ქულას უსწრებს დინამოს და ბურთებიც +3 აქვს. 16 თამაშში სულ რაღაც 5 გოლი აქვს გაშვებული შახტარს. დნიპრო ევროტურნირებზე რომ გავიდეს, ეგეც კარგი შედეგი იქნება

ესეც თასის მეოთხედფინალის მონაწილე გუნდები:
დნიპრო, ზაპოროჟიე, შახტარი, სტალი (კსტაწი, ამათ უმაღლესი ლიგის ვოლინი გამოთიშეს ასპარეზობას), არსენალი, ზარია, კარპატი, დინამო