ისე ძაან კაია სპონსორი რო იცვლება. როცა ძველ თამაშებს ვუყურებ (ან ფოტოებს ვათვალიერებ), ფორმის მიხედვით ვახარისხებ, SHARP-ის ეპოქა, როცა წარმატებულები ვიყავით და მისწორდება ხოლმე ესეთ ფორმაში გამოწყობილი მუს ძველი თამაშების თუნდაც ნაწყვეტების ნახვა. თუმცა, შარპის ეპოქა ბევრ წარუმატებელ შტოებადაც იყოფა

მერეა VODAFONE-ის ეპოქა, ამაზე ეგრევე ან ლუკ ჩედვიკი მახსენდება, ან ერიკ ჯემბა ჯემბა და ბექსის ტრანსფერი და ასე შემდეგ და გული მერევა. მერე - AIG ის ეპოქა, ნუ თუ ფორმას უკან თეთრი ზოლები აქვს საყელოსთან და ბოლოში, მაშინ სიამოვნებისგან ეგრევე სიგარეტს ვუკიდებ ყველაზე წარმატებული სეზონის გახსენებით

ყველაზე წარმატებული, ვგულისხმობ AIG-ის ქვეშ. ასევე ამ ფორმაზე მახსენდება კრისტიანო როლანდოს ყელი და მისი 42 გოლი. თუ ეს თეთრი ზოლები არ აქვს და სამაგიეროდ წინ აქვს სამკუთხედი უნიჭოდ ამოჭრილი გერბის ფონური ნაჭერი, მაშინ მახსენდება საწყალი დე როსი, კარიერაში ერთი ერთი ულამაზესი გოლი რო გაიტანა და რა დროს, სად, და რა ანგარიშზე

მაგრამ დე როსი რო მახსენდებოდეს რა უჭირს, ფლეტჩერი მახსენდება სან-სიროზე რო დარბოდა ენა ამოგდებული და სეედორფთან რო ვერაფერს აწყობდა. 08/09-ის სეზონის ფორმას ფაქტიურად გამორიცხვის მეთოდით ვარჩევ და მახსენდება, რომის ფინალი რო მეხსიერებიდან ამოვიშალე
იმედია ეს ახალი ფორმა წარმატებული იქნება და წლების მერე დიდი სიამოვნებები და თაფლივით ტკბილი ისტორიები გამახსენდება (ნუ ეს რაც ლე როიმ დადო, ოფიციალური არ არი, თუმცა რაღაც მსგავსი იქნება, ალბათ).
მიმაგრებული სურათი