გუარდიოლას გადაბრალება მაგარი იყო

მოკლედ, საგანგაშო არაფერია, ესპანიოლმა სწორი ტაქტიკით შეძლო ბარსას განეიტრალება და შესაბამისად ვერ ითამაშეს ის ფეხბურთი რაც სჩვევიათ ხოლმე...
მეორე მხრივ, არც თავი მოუკლიათ და სწორიც არის, ლიგის თამაშია და სასწაულს აქ არავინ სთხოვდა. ნუ პეპის რა თქმა უნდა 3 ქულა უნდოდა ,მაგრამ არ გამოვიდა...
ახლა, მთელი ყურადღება ინტერზე უნდა გადაიტანონ...
მილიტო ძალიან ცუდად თამაშობდა დღეს+ტურეც...
სერხიოც უშვებდა შეცდომებს მაგრამ ნაკლებად.
პიკე იყო მოწოდების სიმაღლეზე, გაუვალ ზღუდედ ყალიბდება ეს მცველი.
ამ ბოლო დროს, ანრიზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს მოტივაციის ნაკლებობას განიცდის და აღარ უნდა თამაში, გამწვავება...ტეხავს...
მესი ზოგჯერ ძალიან "ღორობს"
პ.ს. დაველოდოთ ხვალინდელ შედეგს და ვიფიქროთ სამშაბათ დღეზე!
This post has been edited by giga_barceloneli on 18 Apr 2010, 00:18