არა. არ გადაიდება., უბრალოდ ბარსა ჩაფრინდება სამხრეთ იტალიაში და იქიდან ავტობუსით ჩავლენ მილანში

მოკლედ დავწერ ჩემს მოსაზრებას :
ჩემი საყვარელი გუნდი ხვდება ამ მომენტისთვის (+ ბოლო 3 წლის კაკ მინიმუმ ) მსოფლიოს საუკეთესო გუნდს, მსოფლიოში საუკეთესო შემტევი სტილის ფეხბურთელებით დაკომლექტებული ნახევარდაცვითა და თავდასხმით! უნდა გითხრათ რომ ეს ინტერისტთა აბსოლუტური უმრავლესობის მოსაზრებაცაა..
ანუ დღეს მიგვაჩნია ბარსა ინტერზე აღმატებულ გუნდად, თუმცა თვით ინტერი ამ წუთისთვის ბარსას მერე პირველია

ერთადერთი გზა გასცდე ბარსას ესაა ეთამაშო სუფთა იტალიური ფეხბურთი ანუ "ანტი-ფეხბურთი" თქვენი გადმოსახედიდან

ძაანაც ნუ გაგვამტყუნებთ ამის გამო, სხვა შემთხვევებში ვინც გაუხსნა იგრა ბარსას რაც მიიღო და რასაც მიიღებს ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ..
ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ ჩათლახური გამოხტომები ჩვენი მხრიდან

მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რომ მეორე ნომრად თამაში ყველაზე კარგად გამოგვდის და "ავადსახსენებელი" კატენაჩო სწორედ ინტერში განვითარდა ელენიო ერერას თაოსნობით ( რომელიც ბარსას მწვრთნელი იყო მანამდე

) პლუს ამას ჩვენი დომინაციის წლებში ( 60 იანები) ინტერში თამაშობდა ფეხბურთელი გვარად ლუის სუარესი, რომელიც ასევე ბარსადან წამოვიდა,, ანუ ეტო'ო - დეჟა ვუ

შანსები 60-40 ბარსას სასარგებლოდ ..
იმედიანად ვართ მაინც ჩვენსკენ

გისურვებთ ღირსეულ თამაშს და დაუვიწყარ სანახაობას (

) .. გავიდეს ღირსეული
This post has been edited by sabo_nero on 18 Apr 2010, 11:12