ეხლა არ გაატრაკოთ რა

თასი ჩვენ უფრო გვინდა

თქვენ შორის იქნებიან ისეთები ვინც დიადი ეფეს დროინდელი ბავარიის ტრიუმფს მოესწრო..
და ჩვენთან გასაგები მიზეზის გამო არავინაა ასეთი

ჩვენ უფრო გვწყურია

ეხლა ცოტა სერიოზულად:
გულახდილად რო ვთქვა მიმაჩნდა რომ ბარსა-ინტერის წყვილიდან გამარჯვებული უპრობლემოდ აიღებდა თასს... მიმაჩნდა რა მინდოდა რომ ეგრე ყოფილიყო..
თან ამ ფორმაციის ბაიერნი არ მომწონს

იმიტომ რომ მე ძველი ბავარია მიყვარდა, და იმათ ფონზე ესენი ვერა რა ( ჩემი მოსაზრება უბრალოდ

)
მაგრამ ფაქტი ერთია:
ფინალში ჩემი საყვარელი გუნდი ეთამაშება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ და ტრადიციებით უმდიდრეს გუნდს!
პლუს ამას - გერმანული სული, ხასიათი, პროსფესიონალიზმი ( რომელიც კარგად ჩანს მომენტებში ).
ეს ბავარია ( მიუხედავად იმისა რაც ზემოთ ვთქვი დიდ ბავარიასთან შედარებისას ) ყველაზე საშიში მოწინააღმდეგეა ერთი თამაშისთვის, და მითუმეტეს მაშინ როცა ეს თამაში ჩემპიონთა ლიგის ფინალია!
ბავარიიდან მეშინია:
ვან გაალის, იმიტომ რომ თავისი საქმე ესმის, პლუს მაუს აღმზრდელია

, შესანიშნავი ფსიქოლოგი, ( დემიკელისის ეპიზოდი რად ღირს მარტო )
რობენის - იმიტომ რომ ერთ-ერთ კი არადა საუკეთესოდ მიმაჩნია თავის პოზიციაზე
რიბერის - თუ ითამაშებს.. ჯობია ითამაშოს! მე ეგრე მინდა, 3 თამაშიანი დისკვალიფიკაციისა არაფერი გაუკეთებია მგონი
ბასტის - ასევე ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე! ზემაგარი ჩამშლელი
ლამის - ყველაზე მაგარი მარცხენა მცველი!
და ოლიჩის! -- ეს იმენა მიყვარს! ჯაგაო ხო?

პროსტა არ გაგვიტანოს რა
მოკლედ უძლიერესი ფინალია! ღირსეულმა გაიმარჯვოს
პ.ს.
გაიხარეთ მოლოცვისთვის, იმედია შემდეგ წელს ლიგის მოგებას მოგილოცავთ მანჩესტერთან!

ოღონდ ეხლა გვაცადეთ რა