50-იან წლებში იუნაიტედში მოთამაშე ფეხბურთელთა სურათები.
Wilf McGuinness დაცვითი ნახევარმცველი. ბასბის წასვლის შემდეგ 1 სეზონი მან ჩაიბარა მანჩესტერი. სხვათაშორის მისი შვილი პოლი ახლა მანჩესტერ იუნაიტედის U-18 გუნდის მწვრთნელია და ახალგაზრდთა აკადემიის დირექტორის ასისტენტი.
Roger Byrneმცველი. მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი,რომელიც ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
Tommy Taylor იუნაიტედის ბომბარდირი,რომელიც ბარნსლიდან შეიძინეს 30 000 ფუნტად. იგი იყო პირველი ფეხბურთელი ბრიტანეთში,ვისშიც ამხელა ფული გადაიხადეს. დაიღუპა ავიაკატასტროფაში.
Eddie Colman იუნაიტედის მარჯვენა მცველი. დაიღუპა ავიაკატასტროფაში.
Charlie Mitten იუნაიტედის მარცხენა ნახევარმცველი. ფეხბურთელი რომელიც ფულის გამო წავიდა იუნაიტედიდან კოლუმბიაში სათამაშოდ კლუბ "სანტა ფე"-ში. 1950 წლის ზაფხულს ბასბიმ იუნაიტედი წაიყვანა ამერიკაში ტურზე. ერთ-ერთი თამაშის შემდეგ მითენს სასტუმროში დაურეკა ინგლისის ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა ნილ ფრანკლინმა, რომელიც კოლუმბიის კლუბ "სანტა ფე"-ში თამაშობდა და კლუბში გადასვლა შესთავაზა. მან უთხრა რომ სანტა ფე გადაიხდიდა ფეხბურთელში 5000 ფუნტს და + 5000 ფუნტი ექნებოდა მითენს წელიწადში ხელფასის სახით.
Ray Wood იუნაიტედის გოლკიპერი,რომელმაც გუნდში 9 სრზონი გაატარა. შეეძლო სპრინტერი გამხდარიყო,მაგრამ ფეხბურთის თამაში არჩია.
Dennis Viollet იგი აღმოაჩინა ლოუის როკას შემცვლელმა სკაუტმა ჯო არმსტრონგმა. სახელი გაითქვა მანჩესტერში თამაშით. იყო ცენტრ-ფორვარდი. ფულის გამო გადავიდა სტოკში. იუნაიტედი მას კვირაში 20 ფუნტს უხდიდა და იმ პერიოდში ყველაზე ცუდი გადამხდელი კლუბი იყო. 1959-60 წელს როდესაც FA-მ გააუქმა ხელფასების გადახდის მაქსიმალური ზღვარი,ბასბიმ ძველ მანჩესტერელებს 25 ფუნტი გაუხადა კვირაში ხელფასი. მეტის მიცემა კლუბს არ შეეძლო. ბასბიმ უთხრა რომ თუ მხოლოდ ფულის გამო თამაშობდა კლუბში,დრო იყო ახალი კლუბი ეძებნა. ვაიოლეტი სტოკ სიტიში გადავიდა.
Jackie Blanchflower ცენტრალური მცველი. ამოყვანილ იქნა ახალგაზრდა აკადემიიდან. კარიერის გაგრძელება ვერ შეძლო მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ.
Duncan Edwardsნახევარმცველი,რომელზეც ყველა იმედს ამყარებდა. 21 წლის ასაკში იყო გუნდის ლიდერი და ჰქონდა შანსი მანჩესტერის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო. დაიღუპა ავიაკატასტროფის შემდეგ.
Billy Whelan ფორვარდი. დაიღუპა ავიაკატასტროფაში.
David Peggმარცხენა შემტევი ნახევარმცველი. დაიღუპა ავიაკატასტროფაში 22 წლის ასაკში.
Johnny Careyმცველი.იუნაიტედის კაპიტანი,რომელმაც 17 სეზონი გაატარა კლუბში 1953 წლამდე.
Bobby Charlton იუნაიტედის ლეგენდა. თამაშობდა 1954-73 წლამდე. კლუბი დატოვა 1973 წელს და გახდა პრესტონის მოთამაშე-მწვრთნელი,მაგრამ მწვრთნელობას მალე ჩამოშორდა. მანჩესტერში ჩატარებული 758 თამაში და გატანილი აქვს ყველაზე მეტი 249 გოლი.
John Aston, Sr.ჯონ ასტონ(სინიორ) ამოყვანილ იქნა ახალგაზრდული აკადემიიდან. მისი დებიუტი მანჩესტერის რიგებში შედგა ჩელსისთან 18 წლის ასაკში 1946 წელს. თამაშობდა ფორვარდად. იუნაიტედში ჩატარებული აქვს 250-ზე მეტი მატჩი.
მანჩესტერ იუნაიტედი - 1958 წლის გუნდი. ავიაკატასტროფის შემდეგ. სურათი გადაღებულია მარტში 21 გრადუსიან სიცხეში. შუადღის 2 საათზე.
დგანან.
მარცხნიდან მარჯვნივ: ბობი ჰაროპი, იან გრივსი, ფრედი გუდვინი, ჰარი გრეგი(მეკარე),სტენ ქროუთერი(ასტონ ვილადან გადმოყვანილი ფეხბურთელი,რომელიც მალევე ბასბიმ გუნდიდან გააგდო.

ჩელსიმ იყიდა შემდეგ),რონი კოუპი, სიმუს ბრენანი, ჯეკ კრომპტონი(მწვრთნელი. 13 წელი იყო მანჩესტერის მეკარე 56 წლამდე).
დაბლითა რიგში: ბილ ინგლსი(მწვრთნელის ასისტენტი), კოლინ ვებსტერი, ერნი ტეილორი(თავდამსხმელი,რომელიც ჯიმი მერფიმ(ბასბის ავადმყოფობის პერიოდში ის იყო მწვრთნელი)შეიძინა 8000 ფუნტად ბლექპულიდან), ბილი ფოლქსი(კაპიტანი), მაიკ პირსონი და ალექ დოუსონი.
This post has been edited by OTO_777 on 21 May 2010, 01:02
Anything that can go wrong, probably will.