GRANDE INTER! ზუსტად 45 წლის წინ ევროპას დიდი ინტერი აზანზარებდა! ელენიო ერერას მეთაურობით, "ბენეამატა" ახალ სიმაღლეებზე ავიდა! 60-იანი წლები ინტერს ეკუთვნოდა. მარტო ის რად ღირს - მაშინდელი 2 საუკეთესო გუნდი ფინალში გვყავს ბეჭებზე გაკრული ( დეჟავუ 1 - "ჩელსი"&"ბარსა" )
ბოლო ფინალში გამარჯვების გოლის გამტანი ბრაზილიელი ჟაირი, ალბათ ყავას სვამს სადმე რიოში და 22 მაისს ელოდება, ელოდება რადგან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ საყვარელი კლუბის მესამე ევროპული ტრიუმფის მომსწრე გახდეს

ბოლო პერიოდის ინტერი, იტალიაში იმეორებს ისტორიაში ჯერ-ჯერობით უდიდესი ინტერის მიღწევებს, მაგრამ ევროპაში მუდამ რაღაც გვიშლიდა ხელს, მუდამ რაღაც გვეღობებოდა. თუ უფრო უკან წავალთ და გავიხსენებთ საიდან მოვდივართ და რა დღეები გვაქვს გადატანილი - გამიადვილდება იმის ახსნა თუ რატო უნდა მოიგოს ინტერმა 22 მაისს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო! შედარებისთვის- დიდი ინტერი 4 სკუდეტო! ეხლანდელი მე-5მდე ბევრი აღაფერი დარჩა ( დეჟავუ 2 )
2000 - 2004 წლებში ინტერისტთა პროტესტმა პიკს მიაღწია! გუნდი თითქოს კარგად იყო დაკომპლექტებული, მწვრთენებსაც არაუშავდათ, მაგრამ არ მოდიოდა წარმატება! თუმცა:
" "ინტერისტები" ტკივილით სავსე ნაციაა ( სამი სკუდეტო 30 წელიწადში და "ლუგანო", ჰელსინბორგი" და "ალავესი") " საოცრად მომთმენია"ინტერის" ტიფოზერია. განსაკუთრებული სტილით აღიქვამს თამაშის პერიპეტიებს. ზოგიერთებისგან განსხვავენით, ისინი შავკანიანის დანახვისას არ ყმუიან. "ინტერისტებმა" იციან საკუთარი თავის ფასი." 2004 წ.
სადაც სამართალი არსებობს ამ ქვეყანაზე - ამ საოცარი მოთმენის უნარისა და განსაკუთრებული გულშემატკივრობის სტილის გამო, იმსახურებდა ინტერი და მისი ტიფოზერია სკუდეტოს! რადგან:
"ინტერისტებს" გააზრებული გვაქვს, რომ ჩვენი გულები ურთულესი სიყვარულით არის განგმირული და ეს მშვენიერია! ფაქტია ძნელი დროება გვიდგას, მაგრამ გამარჯვება ხომ დამარცხებიდან მოდის. პლუს ამას 2000-2004 წლამდე ინტერში თამაშოდნენ ისეთი "წარმონაქმნები", რომლებსაც საერთოდ არ ესმოდათ სად მოხვდნენ! : "ინტერში" მოღვაწე ბევრი ფეხბურთელი ვერ აცნობიერებს, თუ რა გუნდის ღირსებას იცავს და რა პასუხისმგებლობა აკისრია.
ხედავთ განსხვავებას? ხედავთ პროგრესს?
ამ სეზონში გაუმჯობესდა ერერას დროინდელი რეკორდი, ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 6 შეხვედრა მოიგეს, მაშინ როდესაც მსგავსი რამე მხოლოდ მომგებიან წლებში ხდებოდა! ( დეჟავუ 3 )
ეს წელი სრული ტრიუმფით დასრულდება - რატომ? ზემოხსენებული სამართლიანობის პრინციპის გამო! ფეხბურთი ცხოვრებაა, მასში კი ნამდვილადაა სამართლიანობა!\
სწორედ ამის გამო გავცდით ჩელსის და ეს მაშინ როდესაც 1-0 (!) იც ყოფნიდათ! მითუმეტეს წელს ამ გუნდს 7-0 იტალიური 3-1 ებივით თამაშობენ! მაგრამ არ უნდა გასულიყო ჩელსი და არც გავიდა!
შემდეგ იყო მოთელვა ცსკა-სთან და მეორე მონსტრი! მონტსრი რომელსაც 3 გავუტანეთ და მხოლოდ 2 გოლი გავუშვით და ეს მაშინ როდესაც სხვებთან ბარსას შეტევითი პოტენციალი უსაზღვროა! არ უნდა გასულიყო და არც გავიდა!
მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს! ბოროტი ენები ამბობენ "ინტერის" მომავალი უფრო შავია, ვიდრე ლურჯიო. არ არის მართალი! შეუძლებელია ეს გუნდი მარად დამარცხებული იყოს! კლუბი რომელსაც ასეთი ტიფოზები ყავს, დამარცხებულიც კი გამარჯვებულია! და ამ ტიფოზებში ჩვენც გავდივართ მეგობრებო! ჩვენ რომლებიც ამდენი ხანი ველოდებით! ღირსეულად ვხვდებით მარცხს! ჩვენ ქუჩაზეა ეხლა გაზაფხული! დატკბით ბოლომდე მისი სიუხვით!
უბრალოდ უნდა ჩაიხედო ძანეტის, მაიკონის, სნაიდერის, კამბიასოს, სტანკოვიჩის, სეზარის, მაურინიოს და ა.შ. თვალებში და დაინახავ რატომ უნდა მოიგოს ინტერმა ტროფეი!
იწვის მეგობრებო! იწვის ჩვენი ევროპული ოცნება და ნებისმიერ მეტოქეს ლურჯ ალში დაფერფვლით ემუქრება! ( კოცონზე ( ინტერი-ბარსა 3-1) თუგინდ ნელ, მაგრამ მაინც მწველ ცეცხლში ( ბარსა-ინტერი 1-0) )
ამ ოცნებასთან ერთად, ჩვენი გულებიც იწვიან 22 მაისი მოლოდინში და სრული ტირუმფის მოლოდინში ინაბებიან სისხლის შავ-ლურჯი ნაწილაკები!
ინტერი - ეს ხომ ცხოვრების წესია! გაიხსნენეთ რამდენი ღამე არ გეძინათ საშინელი, დამამცირებელი დამარცხების შემდეგ! რამდენი ღამე არ გეძინათ საოცარი გამარჯვებების გამო! იქნებოდა ეს პატარა,უმნიშვნელო ემოცია თუ უზარმაზარი, მწარე თუ ტკბილი, დიადი თუ ეპიკური!
ამდენი რამის გამომვლელებს, ნუთუ გულიდან არ ისმის ჩუმად - ჩვენ მოვიგებთ, ჩვენ მოვიგებთ! არა არ გეშლებათ, ეს ჩურჩული იმ ყვირილიდან შემორჩა - ჩელსისთან რომ ვიღრიალეთ! მაშინ დავიწყეთ დაჯერება ჩვენც და ჩვენებმაც რომ შეგვეძლო! ამიტომაც გადაიქცა ღრიალი - ჩურჩულად!
ჩვენ გვჯერა, ჩვენ ველოდებით, ჩვენ ვიცით!
FORZA GRANDE INTERNAZIONALE! * * *