დღეს დილიდან ადრე ავდექი და ჩემდა გასაკვირად არ დამზარებია გაღვიძება.
გამოგიტყდებით და მიუხედავად იმისა,რომ უკვე გაზაფხულის მეორე თვე იწურება,მხოლოდ დღეს დილით შევიგრძენი გაზაფხულის დილის სურნელი ასე გემრიელად.
მერე სამსახურში წავედი,ცოლი რო მოვიყვანე ბოლოს მაშინ ვნახე ამდენი ჩემს მიმართ გაღიმებული და მომლოცველი ადამიანი.

(მარტო მე ვარ იქ ინტარის ფანი)
მიდიოდა განხილვები,მსჯელობები,ყველამ ამბობდა,რომ ჩემი გუნდი დამსახურებულად გავიდა ფინალში.
ვისაუბრეთ იმ უღირს საქციელზე,რომელიც ბარსელონას ფანებმა ჩაიდინეს მატჩის წინა ღამეს,ამას კიდევ ის დაემატა,რომ მათგან თავდასაცავად 22:45 წუთზე გამოძახებული პოლიცია ღამის 03:00-ზე მოვიდა.
იხილე წყარო: -
http://intermilano.ru/news/7737-kamp-nou-posle-matcha.html ასევე არ გამოგვრჩენია მატჩის შემდგომ მოედანზე წყლის ჩართვის ფაქტი.
ეგ საქციელი ხომ ყოველგვარ შეგნებას და კულტურას სცდება.არ მინდა ესპანელ ერს ვაკადრო რაიმე,მაგრამ გამახსენდა 2006 წლის მუნდიალი,როდესაც იტალიამ ნახევარფინალში გერმანია დაამარცხა,მატჩის შემდეგ კი მოზეიმე იტალიელებს იმავე გერმანელება Gianna Ninni-ს Un Estade Italiana ჩაურთეს და კიდევ ერთჯერ დაამტკიცეს გერმანელებმა თავიანთი მაღალი ტოლერანტობა.
მასეთ წყლის გაშვებას არცერთ დაბალგანვითარებულ ქვეყანაში არ გააკეთებდნენ.
ასევე ამაზრზენი იყო კასილასის ჩრდილიდან გამოუჭყიტავი მეკარის ვალდესის უღირსი საქციელი ინტერის მთავარი მწრთვნელის მიმართ,
ბარსელონა მართლაც დიდი გუნდია,შარშან ღირსეულად აწიეს თასი,წელსაც ძლევამოსილი სვლა ჰქონდათ და თავიანთ გამარჯვებას ღირსეულადაც იფერებდნენ,მაგრამ დადგა ის მომენტი,რომელიც ნებისმიერი გუნდის რეალობაში ხდება,ანუ ის,რომ მან გარკვეული დროის შემდეგ დიდების ადგილი სხვას უნდა დაუთმოს.
სწორედ ამ დროს კიდევ ერთჯერ უნდა გამოავლინოს მან ის პროდესიონალიზმი, რომელმაც ის ამ მწვერვალამდე აიყვანა და ღირსეულად უნდა შეძლოს მიწაზე დაშვება,რათა კიდევ უფრო მეტი პატივისცემა დაიმსახუროს ზოგადად ფეხბურთის მოყვარულებისგან,მაგრამ გუშნდელ შემთხვევასი ასეთ რამეს ნამდვილად არ ჰქონდა ადგილი.
ის ქედმაღლობა,რომელიც ბარსელონას მხრიდან ნახევარფინალის პირველი მატჩის დაწყებამდევე იგრძნობოდა,განვითარებული მოვლენებიშ შემდეგ უსაზღვრო სიძულვილში გადაიზარდა,შესაბამისად ეს ყველაფერი გამოიხატა უხეშ თამაშში (მილანში),განმეორებით მატჩის დაწყების წინ ფანების ქმედებაში (მანქანებზე თავდასხმა,სასტუმროს გარშემო სცენები,პოლოციის განზრახ დაგვიანება,ფეხბურთელების წინასამატჩო კომენტარები,მატჩის დროს სიმულიანტობები,მატჩის შემდეგ სტადიონის მორწყვები და მწრთვნელზე მივარდნები.
ასეთი განწყობის შემხედვარე,ქართველი ბარსაფანების ნაწილს სწორედ ანალოგიური განწყობა გადმოედოთ,
თუმც მათმა საღმა ნაწილმა მარცხი ღირსეულად მიიღო და არც მოლოცვები დაიშურა.
რაც შეეხება უღირს ბარსაფენაბს,რომლებიც სხვადასხვა ფორუმებსა თუ ბარსას და ინტერის სქართულ ფანკლუბებზე ღიად ავლენენ თავიანთ ''გაჭირვებას''-მინდა ვთქვა:
სადღაც ესპანური ბარსელონას და იტალიური ინტერის გულისთვის რო ქართველი კაცი ქართველს რაიმე შეურაცხყოფას მიაყენებს,ან მითუმეტეს შეგინებას დაწერს,ჩამიფურთხებია მასეთი ქართველისთვის სულში.(იყო ეგეთები ინტერის ქართულ საიტზე,ეს იქაც დავწერე

ყველა ინტერის ქართველ ფანზე ბარსელონას გულისთვის შემგინებლის დედას შესცა მთელმა კატალონიამ))
(ეს უცენზურობა მაპატიეთ )
აქ მიდის საუბრები ინტერის მხრიდან ანტიფეხბურთის თამაშზე და დაუმსახურებლობაზე,ვისაც რაიმე მასეთი გაწუხებთ აი ამ კაცის
abula ეს პოსტი წაიკითხეთ ყურადღებით
INTERNAZIONALE FC (post #19315338) თუ ამობეჭდავთ და კარგად დაისწავლით,უკეთესი იქნება.