რა შეიძლება პირველი ტაიმის შემდეგ ითქვას.
საკმაოდ უცნაური შემადგენლობა დააყენა მაურინიომ.ძანეტი მარჯვენა მცველი,ნახევარდაცვაში საყრდენები კამბი და მოტა.
მაიკონი მარჯვენა ნახევარმცველს!!! თამაშობს და საკმაოდ ცუდადაც პირველი ტაიმის მიხედვით.
სნეიდერი ხან მარცნივაა,ხანაც შუაში გადადის სტანკოვიჩისკენ და წინ ეტო'ო
ბოლო წუთამდე რომ გოლი ვერ გავიტანეთ,მანდ ლაციო თითქმის არაფერ შუაშია,მუსლერამ კი ითამაშა რამოდენიმეჯერ კარგად,
მაგრამ საერთო ჯამში უბრალოდ როგორც იტყვიან თვითონ მრგვალ საგანს არ სურდა კარში შეკოტრიალება.
სნეიდერის პირისპირ დარჩენის მომენტზე კინაღამ გადავირიე,თავიდან ოფსაიდი მეგონა,მერე გაგრძელდა და ამან არ დაარტყა არაფრით ,ბოლოს რაღაც ფინტი გააკეთა და ...
გოლზე კი სამუელი

იქ საიდან არმოჩნდა ვერ გავიგე,ალბათ მიცემული აქვს დავალება,იმ შემთხვევაში,როცა გუნდს გოლი სჭირდება,ტაიმის ბოლო წუთებზე უნდა ავიდეს წინ.
ასევე იყო ზუსტად სიენასთან მეოთხე გოლზე.