აქ ხომ თემას არ გაგიხარებენ
ესპანურმა პრესამ, კონკრეტულად კი Marca-მ გააკეთა გამოკითხვა, თუ რომელი ფეხბურთელები უნდა წავიდნენ სამხრეთ აფრიკაში, ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატზე, ესპანეთის ეროვნული ნაკრებიდან...
გამოკითხვაში მონაწილეობა დაახლოებით 600000 ადამიანმა მიიღო და საინტერესოა, რომ მესამე სათადარიგო მეკარედ, გულშემატკივრების ფავორიტი ვიქტორ ვალდესია. კატალონიელ კიპერს მხარი 73.103-მაა ქომაგმა დაუჭირა, ხოლო პირველი გოლკიპერი კი რაღა თქმა უნდა იკერ კასილასი გახლავთ, 109.348 ხმით.
მცველებში სენსაციურად პირველი პოზიცია ხერარდ პიკემ დაიკავა და მხოლოდ მას შემდეგ, 2 და 3 პოზიციას დასჯერდნენ სერხიო რამოსი და კარლეს პუიოლი. ნახევარმცველებში დაახლოებით თანაბარი ხმებით სილვამ და ჩავიმ გაიმარჯვეს, ხოლო მათ კი ანდრეს ინიესტა და ჩესკ ფაბრეგასი მოჰყვათ.
რაც შეეხება ფორვარდებს, აქ უპრებლემოდ ხალხის სიმპათია ფერნანდო ტერესი და დევიდ ვილა გახდნენ, თუმცა ხმების მცირე რაოდენობით ლიდერი მაინც ეს უკანასკნელი გახდა. მესამე ადგილზე, ფერნანდო ლიორენტე გავიდა 92.925 ხმით, ხოლო მე-4 პოზიცია კი ალვარო ნეგრედომ დაიკავა.
ვალდესი ნელნელა წინ მიიიიიიიიიწევს