მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ თავის პირველ სეზონს “რეალში” წარმატებულს უწოდებს.
“ძალიან კმაყოფილი ვარ პირველი სეზონით “რეალის” რიგებში. რომ არა ტრავმა, რომლის გამოც მინდორს 2 თვით ჩამოვშორდი, უკეთესი სეზონი გამომივიდოდა” – აცხადებს რონალდუ პორტუგალიურ პრესასთან საუბარში.
“მარსელთან” მიღებული ტრავმის გამო 12 მატჩი გამოვტოვე, მაგრამ თავდაჯერებულობის და მრავალი შრომის შემდეგ მოედანს კარგ ფორმაში დავუბრუნდი”.
“არ მოგვიგია ჩემპიონის ტიტული, მაგრამ “ბარსელონასთან” ბრძოლას ვაგრძელებთ. ფეხბურთში კი მუდამ ვერ მოიგებ ტიტულებს”.
“ძალიან მოტივირებული ვარ დარჩენილი ოთხი მატჩისთვის. დარწმუნებული ვარ, “ბარსელონა” წაიფორხილებს და ჩემპიონები გავხდებით”.
ინფორმაციის წყარო: Football.ua
http://geomadridista.com/?p=3856 * * *
“ლა რომარედა”. 18.30 ადგილობრივი დროით.. პელეგრინიმ უკვე ძირითადი შემადგენლობა დაასახელა და სათადარიგოთა სკამზე დარჩენილები გამოდიან მოედანზე, სანამ ძირითადის ხალხი იცვლის რათა კარგად გახურდნენ. ლასსი, მაჰამადუ დიარა, ბენზემა და გრანერო წრეს წარმოქმნიან მოედანზე და ერთამენთს უყვებიან თავიანთ მწუხარებებს. მათ შორის ყველაზე დამცირებული სახით მდგომი-ესტებანი იყო, რომელიც კვლავ ვერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში.
საუბრის დროს მაჰამადუ დიარას სურს აუმაღლოს განწყობა გრანეროს. იგი მხარზე ხელს ადებს და ეუბნება: “მოითმინე, მხოლოდ 22 დღე დარჩა სეზონის დასრულებამდე და ყველაფერი დასრულდება. კანტერანომ არ იცის რა უპასუხოს და მაჰამადუ, მეგობრის გასამხნევებლად მაგალითად თავის თავს მოიყვანს. :” არა, მართლა. შემომხედე მე: “ამ სეზონში მხოლოდ 6 მატჩში მივიღე მონაწილეობა. მოითინე 15 მაისამდე. მხოლოდ 22 დღე. გრანერო პასუხობს დიარას ინგლისურად რათა საუბარი ლასსმა და ბენზემამაც გაიგონ, რომლებიც აზრზე არ იყვნენ რაზე მიდიოდა საუბარი. მალიელმა კვლავ შეახსენა თავის “მოსწავლეს”, რომ მან უნდა გაუძლოს. “ახალ სეზონს ყველა თანაბრად დავიწყებთ”-ეუბნება იგი ესტებანს იმედით რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყება და ყველას ექნება თამაშის შანსი. მაგრამ ეს სიტყვები ვერ არწმუნებს კანტერანოს. “არაფერიც არ ღირს წასვლა”-წარმოთქვა გრანერომ. “კი, კი, ასეა”-დაეთანხმა დიარა..
მალის ნაკრების ნახევარმცველი-ერთერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია გასახდელში ისეთი მოქცევების გამო, როგორც მაგალითად “ლა რომარედზე” დაფიქსირდა. იგი ყოველთვის გვერდში უდგას მათ, ვისაც ეს ჭირდება. მიუხედავად იმისა რომ მან გუნდში ძირითადის ადგილი დაკარგა, პელეგრინის მოსვლით თავის სტატუსს და კაცობას გასახდელში ამტკიცებს. მაჰამადუ არ არის კაპიტანი მაგრამ ხშირად ნამდვილი კაპიტანივით იქცევა..
აი, რას ეუბნება დიარა-გრანეროს..
დიარა:” მოითმინე მხოლოდ 22 დღე დარჩა და ყველაფერი დასრულდება”
გრანერო მხოლოდ უხვად იღიმის
დ: “არა, მართლა. შემომხედე მე. წელს 6 მატჩი ჩავატარე. მოითმიმე 15 მაისამდე, მხოლოდ 22 დღე..
გ: პასუხობს ინგლისურად, მაგრამ რას ამბობს გაუგებარია.
დ:” ყველანი სეზონს ნულიდან დავიწყებთ.”
გ:” არ ღირს წასვლა”
დ:” ხო, ხო, ასეა”
ინფორმაციის წყარო: Marca
http://geomadridista.com/?p=3537 * * *
“რეალი” ნახევარმცველებს ეძებს
მადრიდის ” რეალი” ნახევარმცველების ძიებაშია, რადგან წელს მხოლოდ ჩაბი ალონსოა ფორმაში. დიარა, ლასი და გაგო კი კარგად ნამდვილად ვერ თამაშობენ.
ფაბრეგასი: “არსენალი”. კონტრაქტი 2013 წლამდე. სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევრო. “რეალი” შეეცდება ის მომავალ წელს თეთრ ფორმაში ჩაცმული იხილონ. ფაბრეგასით ინტერესდება ასევე “ბარსელონა”.
შვაინშტაიგერი: “ბაიერნი”. კონტრაქტი 2012 წლამდე. სამეფო კლუბი “ბაიერნის” ფეხბურთელით დაინტერესდა და ის ერთერთია “რეალის” სატრანსფერო რიგებში. შვაინშტაიგერი ნამდვილად გამოირჩეოდა “ლიონთან” შეხვედრაში. ის ფინალს “ბერნაბეუზე” ითამაშებს და მადრიდელებს კარგი შანსი ექნებათ მასთან მოლაპარაკება გამართონ.
სილვა: “ვალენსია”. კონტრაქტი 2013 წლამდე. დავიდ სილვას შეძენა სამეფო კლუბს დიდი ხანია უნდა მაგრამ ეს აქამდე ვერ მოახერხა. შესაძლოა ისიც, რომ “რეალმა” უკვე სილვასთან შეთანხმებას მიაღწია და მომავალ წელს ის “რეალში” ვიხილოთ. სილვა “ვალენსიაში” და ასევე ესპანეთის ნაკრებშიც გამოდის. ის პელეგრინიმ მოსვლის დროს უკვე მოითხოვა, ასე რომ პელეგრინის გუნდში ის ფეხბურთელი ეყოლება ვინც თვითონ მოითხოვა. სილვა შეტევებს ძალიან კარგად აკეთებს და ძალიან სწრაფია. მისი სატრანსფერო ფასი კი 30 მილიონი ევროა.
დე როსი: “რომა”. ბოლო წლებში იტალიელი ნახევარმცველი “რეალ მადრიდთან” ძალიან ახლოს იყო მაგრამ ის ისევ “რომაშია”. დე როსი ბოლო წლებში კარგად ასპარეზობს და ის ფლორენტინო პერესის მიზანია.
ხავი მარტინესი: “ატლეტიკის” ნახევარმცველი წელს შესანიშავ ფორმაშია. მას შეთავაზებები ინგლისიდანაც აქვს. ფიზიკურად ძლიერი და ძალიან სწრაფია. ის 30 მილიონი ღირს მაგრამ შესაძლებელია “რეალში” 20 მილიონ ევროდ გადავიდეს.
პარეხო: “ხეტაფე”. მადრიდს მისი “რეალში” გადმოყვანა 5 მილიონად შეუძლია. მიჩელი კი მის დათმობას არ აპირებს. დი სტეფანო ურჩევს ფლორენტინოს მის შეძენას.
კანალესი: კანალესს მომავალი სეზონიდან “რეალში” ვიხილავთ. მას შეეძლო “რასინგში” კიდევ 1 წლით დარჩენა რათა მეტი გამოცდილება მიეღო მაგრამ შემდეგ სეზონზე ის “მადრიდისტა” გახდება.
დი მარია: “ბენფიკა”. არგენტინელი ფეხბურთელით “რეალი” ინტერესდება. რონალდო და პეპე ფლორენტინოს მის შეძენას თხოვენ. დი მარია ფრანგული ლიგის ერთერთი ლიდერია.
http://geomadridista.com/?p=3860 This post has been edited by lasha madridel on 30 Apr 2010, 03:04