http://www.facebook.com/photo.php?fbid=467...pe=1&permPage=1საოცარი სატრანსფერო კამპანიის შედეგად „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგას ძლიერი გუნდითა და დიდი იმედებით დაუბრუნდა. საფრანგეთის შიდა ჩემპიონატის, ლიგა 1–ის დასაწყისი მოულოდნელი გამოდგა პარიზელთათვის, მათ მიჯნით სამი ფრე ითამაშეს, თუმცა შემდეგ გასვლაზე „ლილი“ და შინ „ტულუზა“ დაამარცხეს. ზლატან იბრაჰიმოვიჩი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და გოლს გოლზე იტანს. რაც შეეხება დაცვას, თამაშიდან თამაშამდე უმჯობესდება და უფრო და უფრო სოლიდური ხდება. ტიაგო სილვა და ლავეცი ტრავმების შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ, ვან დერ ვილი კი, ჯერ ისევ ლაზარეთში იმყოფება.
კიევის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მუდმივი მონაწილეა. მიმდინარე გათამაშებაში მოსახვედრად კიეველებმა ჯერ „ფეინოორდი“, შემდეგ კი მიუნხენგლადბახის „ბორუსია“ გამოთიშეს ასპარეზობას. უკრაინის პრემიერ ლიგაში „დინამოელები“ 21 ქულით მესამე საფეხურზე არიან და ლიდერ „შახტარს“ 6 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება ტრავმებს, „დინამოს“ ეს პრობლემა არ აწუხებს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ კიეველები არც თუ ისე ძლიერად გამოიყურებიან დაცვაში, „პსჟ“–ს კი მრავლად ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: იბრაჰიმოვიჩი, მენეზი, პასტორე და სხვები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მასპინძლები მინიმუმ 2 ბურთის გატანას მოახერხებენ. „დინამოელები“ შეტევაში უფრო უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე დაცვაში, თუმცა ფრანგული კლუბის მცველები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან და როგორც უკვე ვახსენეთ, გუნდს ტიაგო სილვაც დაემატა. აქედან გამომდინარე რთული წარმოსადგენია, რომ სტუმრებმა ბურთის გატანა მოახერხონ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დიდი შანსია, „პსჟ“–მ მეტოქე 2 ან მეტი ბურთის სხვაობით დაამარცხოს.
სავარაუდო შემადგელობები:
„პსჟ“ (4-3-1-2): სირიგუ, ჟალე, საკო (კ), ტიაგო სილვა, მაქსველი, მატუიდი, მოტა, ვერატი, პასტორე, იბრაჰიმოვიჩი, მენესი.
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
დინამო კ. (4-2-3-1): კოვალი, სილვა, მიხალიკი (კ), ხაჩერიდი, ტაივო, ველოზუ, გერმაში, იარმოლენკო, კრანჩარი, გუსევი, ბრაუნი.
მთავარი მწვრთნელი: იური სიომინი