როგორც მოგეხსენებათ, სულ რაღაც ერთი თვე რჩება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. მსოფლიო ჩემპიონატი - მსოფლიო ზეიმია...იგი მსოფლიოს აერთიანებს, ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო განსხვავებული ტემპით ცხოვრობს...თუმცა იქ, შორეული აფრიკაში, სადაც მალე მთელი მსოფლიოს საფეხბურთო, თუ არასაფეხბურთო ელიტა უნდა შეიკრობოს, მოლოდნილი კულმინაციას აღწევს...აფრიკაში ხომ პირველად ტარდება მუნდიალი, კერძოდ კი - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ამ ქვეყანამ თითქმის უკვე დაიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება, ერთ თვეში კი მსოფლიოს რიგით მეცხრამეტე ჩემპიონატი დაიწყება.
11 ივნისიდან - 11 ივლისამდე, დაუვიწყარი 64 მატჩი...
ჩემპიონატი დაიწყება, შემდეგ კი - ემოცეიბი სიგიჟის ზღვარს მიაღწევს…

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (Republic of South Africa):
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის განმასხვავებელი ნიშანია უსაზღვრო მრავალფეროვნება ყველაფერში. აქ ოფიციალურად 11 ენა ითვლება სახელმწიფო ენად. აქ პოლიტიკოსებს შორის შეხვდებით ტომის ბელადებს, რაბინებს, რეგბისტებს და ემიგრაციიდან დაბრუნებულ რევოლუციონერებს. აქ ერთ ქუჩაზე მუშაობენ ტრადიციული ექიმბაშები და საბირჟო ბროკერები. აქ ერთმანეთის გვერდით დგას ქოხმახები და ფეშენებელური სრა-სასახლეები. აქ 1994 წლამდე, მსოფლიოში ერთადერთ ქვეყანაში, იყო დაკანონებული აპარტეიდი - მოსახლეობის დაყოფა კანის ფერების მიხედვით.
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ აფრიკაში, უკავია აფრიკის კონტინენტის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი. იგი სამი მხრიდან ოკეანის წ###ბითაა შემოფარგლული. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ნამიბია, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი. გარდა ამისა, მის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი სახელმწიფო-ანკლავი - ლესოთო და სვაზილენდი.



A ჯგუფი
11 ივნისი
იოჰანესბურგი - სამხრეთ აფრიკა – მექსიკა
კეიპტაუნი - ურუგვაი – საფრანგეთი
16 ივნისი
პრეტორია - სამხრეთ აფრიკა – ურუგვაი
17 ივნისი
პოლოკვანე - საფრანგეთი – მექსიკა
22 ივნისი
რუსტენბურგი - მექსიკა – ურუგვაი
ბლუმფონტეინი - საფრანგეთი – სამხრეთ აფრიკა
B ჯგუფი
12 ივნისი
იოჰანესბურგი - არგენტინა – ნიგერია
პორტ ელიზაბეტი - სამხრეთ კორეა – საბერძნეთი
17 ივნისი
ბლუმფონტეინი - საბერძნეთი – ნიგერია
იოჰანესბურგი - არგენტინა – სამხრეთ კორეა
22 ივნისი
დურბანი - ნიგერია – სამხრეთ კორეა
პოლოკვანე - საბერძნეთი – არგენტინა
C ჯგუფი
12 ივნისი
რუსტენბურგი - ინგლისი – აშშ
13 ივნისი
პოლოკვანე - ალჟირი – სლოვენია
18 ივნისი
იოჰანესბურგი - სლოვენია – აშშ
კეიპტაუნი - ინგლისი – ალჟირი
23 ივნისი
პორტ ელიზაბეტი - სლოვენია – ინგლისი
პრეტორია - აშშ – ალჟირი
D ჯგუფი
13 ივნისი
დურბანი - გერმანია – ავსტრალია
პრეტორია - სერბეთი – განა
18 ივნისი
გერმანია – სერბეთი
19 ივნისი
რუსტენბურგი - განა – ავსტრალია
23 ივნისი
იოჰანესბურგი - განა – გერმანია
ნელსპრუიტი - ავსტრალია – სერბეთი
E ჯგუფი
14 ივნისი
იოჰანესბურგი - ჰოლანდია – დანია
ბლუმფონტეინი - იაპონია – კამერუნი
19 ივნისი
დურბანი - ჰოლანდია – იაპონია
პრეტორია - კამერუნი – დანია
24 ივნისი
რუსტენბურგი - დანია – იაპონია
კეიპტაუნი - კამერუნი – ჰოლანდია
F ჯგუფი
14 ივნისი
კეიპტაუნი - იტალია – პარაგვაი
15 ივნისი
რუსტენბურგი - ახალი ზელანდია – სლოვაკეთი
20 ივნისი
ბლუმფონტეინი - სლოვაკეთი – პარაგვაი
ნელსპრუიტი - იტალია – ახალი ზელანდია
24 ივნისი
იოჰანესბურგი - სლოვაკეთი – იტალია
პოლოკვანე - პარაგვაი – ახალი ზელანდია
G ჯგუფი
15 ივნისი
პორტ ელიზაბეტი - კოტ დ’ივუარი – პორტუგალია
იოჰანესბურგი - ბრაზილია – ჩრდილოეთ კორეა
20 ივნისი
იოჰანესბურგი - ბრაზილია – კოტ დ’ივუარი
21 ივნისი
კეიპტაუნი - პორტუგალია – ჩრდილოეთ კორეა
25 ივნისი
დურბანი - პორტუგალია – ბრაზილია
ნელსპრუიტი - ჩრდილოეთ კორეა – კოტ დ’ივუარი
H ჯგუფი
16 ივნისი
ნელსპრუიტი - ჰონდურასი – ჩილე
დურბანი - ესპანეთი – შვეიცარია
21 ივნისი
პორტ ელიზაბეტი - ჩილე – შვეიცარია
იოჰანესბურგი - ესპანეთი – ჰონდურასი
25 ივნისი
პრეტორია - ჩილე – ესპანეთი
ბლუმფონტეინი - შვეიცარია – ჰონდურასი
მერვედფინალი
26 ივნისი
1. პორტ ელიზაბეტი - 1A – 2B
2. რუსტენბურგი - 1C – 2D
27 ივნისი
3. ბლუმფონტეინი - 1D – 2C
4. იოჰანესბურგი - 1B – 2A
28 ივნისი
5. დურბანი - 1E – 2F
6. იოჰანესბურგი - 1G – 2H
29 ივნისი
7. პრეტორია - 1F – 2E
8. კეიპტაუნი - 1H – 2G
მეოთხედფინალი
2 ივლისი
A. პორტ ელიზაბეტი - მეხუთეს გამარჯვებული – მეშვიდეს გამარჯვებული
B. იოჰანესბურგი - პირველის გამარჯვებული – მესამეს გამარჯვებული
3 ივლისი
C. კეიპტაუნი - მეორეს გამარჯვებული – მეოთხეს გამარჯვებული
D. იოჰანესბურგი - მეექვსეს გამარჯვებული – მერვეს გამარჯვებული
ნახევარფინალი
6 ივლისი
E. კეიპტაუნი - A-ს გამარჯვებული – C-ს გამარჯვებული
7 ივლისი
F. დურბანი - B-ს გამარჯვებული – D-ს გამარჯვებული
მე-3 ადგილისთვის
10 ივლისი
E-ს დამარცხებული – F-ს დამარცხებული
ფინალი
11 ივლისი
E-ს გამარჯვებული – F-ს გამარჯვებული

"ჯაბულანი"
ბურთის დიზაინი ძირითად აქცენტს სამხრეთ აფრიკული ნაციის ორ ძირითად პრინციპზეა დამოკიდებული - მრავალფეროვნებასა და ჰარმონიაზე. "ჯაბულანი", როგორც სხვა ოფიციალური ბურთები, თანამედროვე ტექნოლოგიის მწვერვალს აღწევს. ფრენკ ლამპარდმა, რომელმაც უკვე "დატესტა" ბურთი, განაცხადა, რომ ამ ბურთით უზუსტედი დარტყმის შესრულებაა შესაძლებელი. მეკარემ პეტერ ჩეხმა კი განაცხადა, რომ მოახლოებულმა ბურთმა მას დიდი ენერგია შემატა.


P.S. წინ დაუვიწყარი 30 დღე და 64 მატჩი გველის...
სტატიის ავტორი: Sheva-7 ( Overlord667 Forum.Ge-ზე)