დღეს თასი დაიდოს !
დღეს,საფრანგეთში სტად დე ფრანსის სტადიონზე საფრანგეთის თასის მფლობელის ვინაობა გაირკვევა.ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს "პსჟ" და "ლილი" დაუპირისპირდებიან.გამომდინარე იქიდან,რომ ორივე ეს გუნდი ჩემპიონატში მოწინავე ადგილებს იკავებს და მათი სათამაშოს სტილიც ლაღი და შემტევია,გულშემატკივრებს ნამდვილად სანახაობრივი შეხვედრა ელოდებათ.მიმდინარე სეზონში "ლილი" ძირითად აქცენტს ჩემპიონატზე აკეთბს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუდი გარსიას შეგირდები ოქროს დუბლზე უარს იტყვიან და თასს პარიზელებს ჩააბარებენ.1955 წლის შემდეგ "ლილს" საფრანგეთის თასი არ მოუგია და ახლა მათ შესანიშნავი შანსი ეძლევათ, რომ 56 წლის შემდეგ თასი კვლავ ასწიონ.
რაც შეეხება "პსჟ"-ს, ეს გუნდი თასის თამაშებში კოლოსალური გამოცდილებით იმაგრებს ზურგს.გასულ სეზონსაც ხომ სწორედ პარიზელებმა მოიპოვეს თასი და ახლა ერთგვარად ტიტულის დაცვა მოუწევთ.ყველაფრის მიუხედავად, რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება,თუ რომელი გუნდი მოინდომებს უფრო და რომელი ნაკლებად.
მატჩამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მცირე კომენტარი გააკეთეს:
გრეგორი კუპე (პსჟ-ს მეკარე):
"ბოლო 9 წლის განმავლობაში პსჟ თასის ფინალში მეექვსედ თამაშობს,აქედან გამომდინარე ეს ტურნირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.მახსოვს 2008 წელს როდესაც ეს ტიტული მე ლიონთან ერთად მოვიგე, დიდხანს მეჭირა თასი ხელში,რომლის ვეროზეც პატარა ანგელოზია გამოსახული."
მიქაელ ლანდრო(ლილის მეკარე):
"პარიზელებს ამ ტურნირში მონაწილეობის უდიდესი გამოცდილება აქვთ,თუმცა ჩვენი გუნდი სავსეა ჯერ კიდევ არა რეალიზებული ამბიციით და სიმართლე გითხრათ არაფერზე ვფიქრობთ გრდა ამ მატჩის მოგებისა."
გიოონ ოარო (პსჯ-ს თავდამსხმელი):
"ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერია,გამომდინარე იქიდან,რომ ჩემპიონატს ისინი ლიდერობენ.ამას გარდა "ლილს" ყავს შესანიშნავი მწვრთნელი,რომელიც თავის საქმეს ნაყოფიერად აკეთებს.თუმცა ჩვენ მაინც ვეცდებით ჩვენი თავი სრულად წარმოვაჩინოთ და ღირსეულად ვითამაშოთ.არ აქვს მნიშვნელობა პროგნოზს,ეს ისეთი მატჩია რომლის დაწყების პირველივე წამიდან პროგნოზები ქრება და რჩება მხოლოდ 90 წუთი,რომელმაც უძლიერესი უნდა გამოალინოს."
მატჩი თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება
http://www.allsport.ge/page-119-news_id-302-lang-geo.html