მერე ბრაზობ და იძახი რომ იმედიანადა ვარო და თან ღიმილით უყურებ მსგავს ნიუსს.
ეგ ყველაზე დიდი საფრთხის მომგვრელი ნიუსია რომელმაც დღეს აიკლო ყველა გამომცემლობა და ხაზგასმით ამახვილებენ ყურადღებას ფაქტზე რომ ის პროჭუგალიელი ამ ლომის გულით მობურთავე პერსონის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს აგერ უკვე 2005 წლიდანო.
ამასთან იმ რამბალ კოშე საზოგადოების მხრიდან ფულით ფრიალის ფოლიტიკას თუ გაითვალისწინებს კაცი მიხვდები რომ მაგ ცდუნებას რეალურად ძალიან ძალიან ცოტა მარადონა ტორესები თუ უძლებდნენ!
მესმის რომ სხვისი განსჯა არც ისე კარგი საქმეა და რეალურ ვითარებაში ვინ და როგორ მოიქცევა ან მოიქცეოდა ეს არავინ იცის თუმც მაინც მინდა დავიჯერო რომ სტივი ამ ცდუნებას იგნოპრირებას გაუკეთებს. და თუ ტიტულების ვერ მოგება რამე დიდ ტრაღედიასთან არის დაკავშირებული მათთვის აღგუმენტად ყოველთვის მაქვს პასუხი: მარადონას არც ერთხელ არ მოუგია ჩემპიონთა თასი(ლიგა) იმ დროს როდესაც თუნდაც კალაძეს ის ორჯერ აქვს მოგებული(სხვა მაგალითები აღარც ღირს მოსაყვანად). და რა ამ კონკრეტულ და მსგავს სიტუაციებში მსგავსი მონაცემები რამეს ცვლის ან დიდ რამე ბედენას ნიშნავს თუ რა?!
5 წელი კიდევ ვაპირებ თამაშსო როგორც დღეს განაცხადა და ღმერთმა მთლად თუ არ გაწირა იმ სანატრელ ტიტულს მინდა მჯეორეს რომ ამ გუნდშივე მოესწრება!
ისევ და ისევ მისი აქედან წასვლა თან იმ დედაელიტარულ სამყაროში 100% ნიშნავს ქარიშხალას აქედან იმავე კვირაშივე აბარგებას!