ცუდად, ძალიან ცუდად იცნობ იმ კატეგორიის საზოგადოების წარმომადგენლებს ვისაც მე ჟარგონით " მოწოდებით ნახალოვკელებს" ვეძახი.
რა თქმა უნდა გადავა და დაბრუნდება ატლეტიკოში 100% !
აი როდის მოხდება ეს ნაღდად არ ვიცი.

ეხლა რაც შეეხება მწვრთნელთან დაკავშირებით სიახლეებსა თუ ჭორებს.
ჩემთვის რომ გავაანალიზო ამ წუთას თავისუფალი მწვრთნელების კანდიდატურები, რომელთა აქ მოსვლა შესაძლებელი იქნებოდა არც ისე დიდია თუმც მაინც ვეცდები გავიხსენო მათი გვარები: ლიპი, ბასტენი, დეშამი ეს კონტინენტიდან და კუნძულზე რა თქმა უნდა კენი, რედნაპი, ჰოჯსონი.
www.football-italia.netThere are reports that Italy boss Marcello Lippi is Liverpool’s target to replace Rafa Benitez.
მესმის რომ ეს ჭორებია ჯერჯერობით და ვარაუდები ალბათ მაგრამ თუ საღი აზრით დავუკვირდებით და გავაანალიზებთ არც ისე გამორიცხული ვარიანტია. თუნდაც ნიუანსების გათვალისწინებით რომ მუნდიალის შემდგომ(რომლის შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ კონკრეტულ პიროვნების მიმართ.) თუ მოხდა სასწაული და ამ ჯერზეც მოიგო ხომ ყველა ვარიანტში წავა იქედან და თუ არ მოიგო ამ ვარიანტშიც ჭიპი ხომ არ აქვს იქ მოჭრილი რომ მუდმივად იქ იყოს. მაინც დიდი შანსია დატოვოს ნაკრები. უმუშევრობა შეიძლება არ ემუქრებოდეს თუმც ასეთი გუნდის შეთავაზებაზე უარის თქმა ნაღდად არაა ადვილი!
რაც შეეხება ბასტენს და დეშამს ეს ორი კანდიდატურა მე ძალიან ძალიან პერსპექტიულ მომავლის მოაზროვნე მწვრთნელებად მესახებიან და არ იქნება მთლად ურიგო ვარიანტი ამ ორიდან რომელიმეთაგანი.
რაც შეეხება კუნძულს.
Fowler backs Redknapp for Liverpoolეხლა ამ კაცის მოსვლა ამ გუნდში რამდენად წარმატებული იქნება არ ვიცი მაგრამ ცუდს ნაღდად ვერ დავარქმევდი ამ კანდიდატურას. ისევ და ისევ ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ლიგაზე თამაშის პერსპექტივით არ დატოვებს ტოტენჰემს და არ წავა იქედან და ა.შ.
კვლავ იგივე პასუხი ისევ და ისევ. ამ კალიბრის გუნდის შეთავაზებაზე, უარს ვერ და არ იტყვის გონივრულად მოაზროვნე ვერც ერთი პრეტენზიის მქონე მწვრთნელი სადაც არ უნდა მუშაობდეს ის, A-კლასის კლუბების გარდა!
უარის პირობებში ნებისმიერი მწვრთნელი მთელი ცხოვრება თავის თავს ვერ აპატიებს ამას და აბსოლუტურად ნებისმიერ თავმოყვარე მწვრთნელს სარკეში თავისი თავის დანახვის შერცვება. ის მუდამ დაინახავს იქ პატარა კაცს რომელსაც არ ეყო ვაჟკაცობა გაძღოლოდა ისეთ ბუმბერაზ გუნდს როგორიც ლივერპულია!
news.bbc.co.ukRoy Hodgson deserves Liverpool job - Gerard Houllier
ამ კაცს ვინც რა არ უნდა თქვას მასზე და რა ბრალდებაც არ უნდა წაუყენოს მას (დაანგრია აქაურობა

)დარწმუნებული ვარ რომ ეს გუნდი უყვარდა უყვარს და მუდამ გულწრფელად ეყვარება!
აზრიც მოეკითხება, ესე მგონია მე.

და ბოლოს დესერტად აქ ზემოთ მოყვანილი კანდიდატებიდან ამ წუთას დაგვრჩა კენი.
ეხლა მისი დახასიათების და უპირატესობების წერასა თუ ახნაგანმარტებების კეთება ნაღდად არ ღირს.
უკეთესის მოლოდინის იმედით ჯერჯერობით ესაა.