სტივის განსაკუთრებული ღვაწლის ხარჯზე თუ მოიგებს ნაკრები უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებს ნახევარფინალსა და ფინალში (რაც სავსებით რეალურია) შენ მერე ნახე ღიმილი და ხარხარის საფუძველი.
იმ უსაძაგლესი კლუბის ქომაგებს წარმომიდგენია რა გრძნობები დაებუდებათ გულში, როგორ და რა ემოციებით გამოხატავენ იმ ყველაფერს შემდგომ.
82 რობსონი იყო. 80 წლის ევროპის ტრანსლიაციები სსრკ ტელევიზიას რამდენადაც მახსოვს ნაყიდი არ ჰქონდა და მეტად ცუდად მახსოვს თავად ტურნირი.
აი რაც შეეხება იმ ფაქტს რომ ნაკრებში ამ გუნდთან კავშირში მყოფ ფებურთელთა რიცხვი რამოდენიმეჯერ ანუ გაცილებით აღემატებოდეს იმ უხსენებელი კლუბის მოთამაშეებს ეს კი მართლაც უიშვიათესი შემთხვევაა და თან რა კაპიტნის ფონზე. ეს ნაღდად აღნიშვნის ღირსია!
მოკლედ ძალიან ძალიან მინდა ამ ფორმაციის ნაკრების გამარჯვება და მინდა ყველამ კიდევ ერთხელ დაინახოს თუ რა არის გამარჯვების ფორმულა ინგლისის ნაკრებისათვისაც!
აი ზემოთ კარგად მოჩანს რა არის გამარჯვების ფორმულა ინგლისის ნაკრებისათვის.
მიუხედავად იმისა რომ ამ ფორმულის აზრს ბევრი აქამდესაც ბრწყინვალედ ჩაუღრმავდა და ჩასწვდა იქ კუნძულზეც კი მაინც მათი ამპარტავნება უფელებას არ აძლევდა მათ ეს ფორმულა ეღიარებინათ. ხვდებოდნენ არ ასვენებდა ეს მათ და ყოველმხრივ ცდილობდნენ ამ ფორმილის გვერდის ავლით მიეღწიათ როგორმე წარმატებისათვის. ეს კი როგორ გამოსდიოდათ აქამდე ყველასათვის ცნობილია. ეხლა სხვა და სხვა გარე ფაქტორებმა თუ ბუნების ძალამ და არ ვიცი კიდევ რამ გამოიწვია ის ფაქტი რაც ამ ნაკრებს აქამომდის არასოდეს არ ღირსებია და ეს ერთი ორად ზრდის ამ ფორმაციის ნაკრების გამარჯვების შანსებს! ("ია ტაკ დუმაიუ"
)
ხო ოდნავ შევეშვათ ინგლისის ნაკრებს და ისევ ამ დიდ გუნდს დაუბრუნდეთ ნაკრების კუთხით.
ისევ და ისევ ამ ნაკრების, სტივის კაპიტნობის ქვეშ გამარჯვება ავტომატურად ხსნის საკითხს იმ პესიმისტი ადამიანებისათვის თუ ჭორების მოყვარულ ჟურნალისტებისათვისაც კი რომლებიც გაიძახიან სტივიმ ტიტულების გამო უნდა დატოვოს ეს დიდი გუნდიო.(ყოვლად აბსურდული მოტივია თუმც მაინც)
აი მსოფლიოს მოგების შემთხვევაში დედამიწის ზურგზე აღარ იარსებებს არც ერთი ტიტული (ერთის გამოკლებით) რომლის მოგების მიზეზი ან სურვილი, აბსოლუტურად ნებისმიერმა ადამიანმა დააყენოს არგუმენტად აქედან სტივის გადაბარგებისთვის.
ერთადერთი პრემიერლიგა იქნება მოსაგები ისიც აუცილებლად ლივერპულის ფორმაში. სხვა კლუბის ფორმაში გამოწყობილ სტივის ამ ტიტულს ვერც ვერანაირი ჯილდო ვერ შეუცვლის შემდგომ. თუნდაც ათ 10ჯერ მოიგოს პრიმერა ან სერია A.
სწორედაც ესე რომ, ქომონ ენგლანდ!