ჩემზე ყველაფერი შეიძლება კაცმა თქვა: ჩათლახიაო ,###აო . და ა.შ მაგრამ მანიუს აგენტიაო ნაღდში ვერ იტყვი რა
ალბად, წარმოუდგენელია თქვენთვის ამ ორი თავდამსხმელის შედარება. თუმცა გთავაზობთ ძალიან საინტერესო სტატიას, სადაც შედარებულია 21 წლის ნ’გოგი და 21 წლის ტორესი, მათი სტატისტიკა და მიღწევები. შედეგი ნამდვილად საინტერესოა… გირჩევთ წაიკითხოთ… ტორესი – 2005 წელი
2005 წელს ტორესი 21 წლის ახალგაზრდა თავდამსხმელი იყო. ამ დროისთვის მას უკვე ჩატარებული ჰქონდა ორი სრული სეზონი ესპანეთის ჩემპიონატში და ნათამაშები ჰქონდა 66 მატჩი. სწორედ ამ სეზონის შემდეგ გამოიძახეს იგი ესპანეთის ნაკრებში. 2004-05 წლებში მან 37 მატჩი ითამაშა, 37-ივე ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 15 გოლი გაიტანა. სტატისტიკის მიხედვით მას ყოველ 219 წუთი გაჰქონდა გოლი. ანუ ყოველ 90 წუთში მისი გოლის კოეფიციენტი 0.41 იყო… 21 წლის ფეხბურთელისთვის არც ისე ცუდი შედეგია…
ნგოგი 2010
დავიდ ნ’გოგიც, ისევე, როგორც 5 წლის წინ ტორესი, ახლა 21 წლისაა. ამ სეზონის ჩათვლით მისთვის უკვე მესამე სეზონია პროფესიონალურ ფეხბურთში. ატლეტიკოსგან განსხვავებით, ლივერპულში არსებული უფრო დიდი კონკურენციის გამო ნ’გოგს მხოლოდ 38 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 14 ძირითად შემადგენლობაში. ამ სეზონში მან 6 გოლი გაიტანა, 23 ჩატარებულ თამაშში, აქედან 13 – ძირითადში. საშუალოდ მას ყოველ 203 წუთში გააქვს გოლი და მისი გოლის კოეფიციქნტი 90 წუთში 0.44-ია… სტატისტიკა: საშუალო დრო გოლებს შორის: ტორესი – 219.07 წუთი. ნგოგი – 202.83 გოლის კოეფიციენტი ყოველ 90 წუთში: ტორესი – 0.41, ნგოგი – 0.44…
ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, ნ’გოგი აშკარად უკეთესია, ვიდრე ტორესი იყო 21 წლისას. მაგრამ ამის მიუხედავად, 21 წლის ესპანელი უკვე მადრიდის ატლეტიკოს საუკეთესო ფეხბურთელად იყო აღიარებული. იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფორვარდი ახლა საუკეთესო თავდამსხმელია…
ყველაზე ლოგიკური მიზეზი, თუ რატომ ვერ ავლენს ნ’გოგი ამ სტატისტიკურ უპირატესობას, არის ის, რომ მას ძალიან რთული პრობლემები აქვს გუნდში დამკვიდრების მხრივ. ტორესს 2005 წელს, როცა 21 წლის იყო, კონკურენცია უნდა გაეწია მხოლოდ ორი ვეტერანი ფორვარდისთვის – 31 წლის ბალესტა სალვასთვის და 29 წლის რიჩარდ ნუნეზისთვის. დამეთანხმებით რომ არც ისე ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელები არიან, რომ ადგილი არ დაეთმოთ 21 წლის ტალანტისთვის…
ნ’გოგს კი, ჯერ პსჟ-ში არ ეძლეოდა თამაშის საშუალება, რადგან ძირითად თავდამსხმელებად პაულეტა და ამარა დიანე ითვლებოდნენ (ორივე მსოფლიო კლსის ფორვარდები იყვნენ და აშკარად ჩრდილავდნენ დავიდს) ახლა კი, ნ’გოგის კონკურენტი ფერნანდო ტორესია. მსოფლიოს უძლიერესი ფორვარდი და თავის გამოჩენის მცირე შანსიც კი არ აქვს…
ტორესიც რომ ისევე შეეზღუდათ, როგორც ნგოგი, ალბად, ახლა არ იქნებოდა მსოფლიო დონის ვარკსვლავი, მაგრამ თუ ნ’გოგსაც ისევე მისცემენ თამაშის საშუალებას, როგორც ატლეტიკოში ჰქონდა ფერნანდოს, სავარაუდოდ, ნ’გოგიც უმაღლესი დონის ფორვარდი გახდება (და სტატისტიკის მიხედვით უფრო ძლიერიც)… ეს ყოველივე კი ლივერპულისთვისვეა სასიკეთო…