დღესდღეისობით ამ ბოლო სეზონებიდან გამომდინარე გუნდი რაფას ხელში ბურთაობს ერთი ფორვარდით.
მე სიმართლე რომ გაგიმხილო არ ვარ ამ სათამაშო სქემის მოყვარული თუმც ევროტურნირებზე ხშირ შემთხვევბში შედეგზე ორიენტირებულ თამაშებში მისაღები ვარიანტია.
ეხლა მთავარიც აი ამ სეზონში რაფა ათამაშებს 4-5-1 სისტემით.
აი მეორე ფორვარდის შემადგენლობაში მოხვედრება ამ სქემას რომ შეცვლის გასაგებია მაგრამ მე თუ მკითხავს კაცი მე ისევ დაცვის ხაზის შემცირებით ვისურვებდი გაკეთებულიყოს თუნდაც იდეაში. გავრისკავდი და სტანდარტულ სტერეტიპად ჩემოყალიბებულ მოსაზრებას გადაუხვევდი.
3-1-4-2 მესმის რომ უკვე სტანდარტულად ჩამოყალიბდა მოსაზრება ოთხი მცველის აუცილებლობის შესახებ თუმც მე მაინც გავრისკავდი პრემიერლიგაში და შემტევ სქემაზე გავაკეთებდი აქცენტს. დღეს მოქმედ ფეხბურთელებიდან საოცნებო ვარიანტი რომ ვიფანტაზიორო და წარმოვიდგინო ეხლა ესეც არაა ადვილი საქმე მაგრამ მაინც ავაწყობდი ერთ გუნდს რომელსაც პრემიერლიგის საშინაო თამაშების 90% შეხვედრებისას აუცილებლად დავაყენებდი, მეტოქის იქვე უმოკლეს დროის პერიოდში მოგუდვის სურვილით.
------------------------პეპე----------------------
ჯონსონი------------აგერი--------------ინსუა
---------------------მასკერანო------------------
-----------აქუილანი---------ჯერარდი--------
კუიტი--------------------------------ბენაიუნი
---------ტორესი------------დალავალე--------
ეს არსებული რესურსით და ეხლა თუ მაღალი კლასის და მართლაც ღირებულ მოთამაშეებს გაწვდება სატრანსფერო პერიოდში გუნდი ხომ უკეთესი. არჩევანი დიდიც იქნება და შემოქმედებისთვის მწვრთნელსაც მეტი შესაძლებლობები ექნება. ეეხ ფანტაზიებს რა უთხარი თორემ.
ეხლა ისე კი რაღაც უკუნი სიჩუმეა ჩამოწოლილი, რაღაც ფაჩიფუჩიც არ ისმის და არც ნუგეშის მომცემი ნიუსები ვრცელდება თუნდაც ჭორების დონეზე. ესე რომ ძალიან ფინთ ხასიათზე ვარ.