მაურინიო ჯობია იმიტომ რომ ნაკლებად მეტიჩარაა.
ორივე რო თავის თავზე უზომოდაა შეყვარებული ეგ ფაქტია მაგრამ ჟოზეს ეს დაავადება უფრო მსუბუქ ფორმებში ჭირს.
თუნდაც ბოლო მატჩი ავიღოთ ბაიერნი-ლიონი.
დაფრინავდა რობენი მოედანზე ყველაფერი გამოსდიოდა, ბურთის მიღება და ორი კაცის მოტყუება ერთი იყო და ამ დროს ვან გალი
აკეთებს სრულად არალოგიკურ ცვლილებას რობენის მაგივრად ალტინტოპი შემოყავს.
გასაგებია რომ 1:0 სახიფათო ანგარიშია და დასვენებული ალტინტოპი ნახევარდაცვაში კარგათ იმუშავებს ბურთის ართმევაზე მაგრამ
როცა მოედანზე დაბოდიალობს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მიულერი რაღა რობენს უნდა ეცე შესაცვლელად
მაგრამ მიულერის ალტინტოპით შეცვლა ლოგიკის ფარგლებში ჯდება და ეს ვან გაალს არ აკმაყოფილებს ხოლმე როგორც წესი იმიტომ რომ მერე პაპსა ჟურნალისტები
და გულშემატკივრები იტყვიან ხედავთ ლუისმა რა შეცვლა გააკეთაო.
მერე მაურინიოს ჯერ კარიერაში არ ქონია ისეთი აშკარა ჩავარდნები როგორიც ვან გალს ქონდა.
1999-2000 წლის ბარსას გასვლა ვალენსაისთან და 3 მცველით თამაში იყო სრული იდიოტობა რასაც შედეგად მოყვა 4:1 წაგება და ბრწყინვალე გუნდის ლიგიდან გამოვარდნა.
ორი წლის მერე ვან გალი ისევ დაბრუნდა ბარსაში და საერთოდ მოშალა და დაანგრია გუნდი.
ამას დაამატეთ ჰოლანდიის ბრწყინვალე გუნდის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჩატოვება.
კონფლიქტები ისეთ ვარსკვლავებთან როგორებიც იყვნენ რივალდო და რიკელმე.
არამგონია დროგბა და ადრიანო ნაკლებად რთული ადამიანები იყვნენ მაგრამ მათი და მწვრთნელის ურთიერთობას გუნდის ინტერესებზე არ უმოქმედია.
ასე რომ ულაპარაკოდ ჟოზე უფრო მაგარია.
ეს ის შემთხვევაა როცა მოსწავლე ჯობია მასწავლებელს.
თუმცა ყავდა მაურინიოს ვან გალის გარდა კიდევ ერთი ძალიან მაგარი მასწავლებელი ბობი რობსონის სახით.