cHomBe_19

გერმანელმა მცველმა კრისტოფ მეცელდერმა მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები სავახშმოდ დაპატიჟა მადრიდის ერთ–ერთ რესტორანში. კრისტოფი მომავალ სეზონს “შალკეს” მაისურით დაიწყებს. ამიტომ გადაწყვიტა გამოსათხოვარი საღამო მოეწყო. გუნდს კიდევ ერთი მატჩი რჩება. კვირას მადრიდელები “ლა როსალედაზე” “მალაგას” დაუპირისპირდებიან.
ფეხბურთელებმა იციან, რომ ჩემპიონობის ბედი მათ ხელთ არაა, მაგრამ თამაშის წინ მაინც ისახავენ მიზნებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში “ბარსელონა” “ვალიადოლიდს” უმასპინძლებს, ხოლო “რეალი” სტუმრად “მალაგას” დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში, თუ “ბლანკოსი” მოიგებს, ხოლო კატალონიელები ფრედ დაასრულებენ მატჩს, მაშინ პელეგრინის გუნდი ლა ლიგის ტიტულს მოიგებს.
http://madridista.ge/?p=127ნახე რა კარგი გულიანი ტიპია...