ეს სეზონი იყო ფანტასტიკა
ჟოზემ გუნდი ათამაშა შედეგის თვალსაზრისით იდეალური ფეხბურთი
ეძახონ კატენაჩო უცოდინარებმა, ფაქტია 4-5-ზე ნაკლები შემტევი არცერთ თამაშში არ ყოლია, უნდოდათ 1:0 იგებდნენ 1:0-ს, გაუტანა ბარსამ - აჯახეს 3 გოლი, უნდოდა გოლი სტემფორდ ბრიჯზე - გაიტანეს.
90-იანების კაპელოს მილანი გამახსენდა მაგრამ კიდე უკეთესი იყო
ვარსკვლევებისგან შექმნა გუნდი ვარსკვლავი, სუპერორგანიზებული, შემტევი და გაუვალი გუნდი, ვინც რა უნდა ეძახოს მარა გულშემატკივარისთვის უდიდესი გრძნობაა მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდები რო პროჭზე სკდებიან და ვერაფერს გიშვებიან ჯამში. და რამდენი გასკდა უკვე მასეთი ?

განსაკუთრებული როლი კი ამ წარმატებაში აქვთ მასიმო მორატის და კაცთა შორის უდიადესს - ხავიერ ძანეტის
სანამ არ ჩამოიხიეს ნახევარი ევრიპა არ მოეშვნენ ერთი წამითაც კი, მორატი თავისი მილიონებით ხავიერა კიდე ულევი ენერგიით და ფენომენალური შრომით და არანორმალური ერთგულებით
მილიტო გენიოსია, ცივსისხლიანი ქილერი
კამბიასო - მუშა, ძალიან ნიჭიერი და ტექნიკურია მაგრამ არასდროს პიჟონობს და რაც ევალება უსიტყვოდ აკეთებს, თან აკეთებს იდეალურად, ყოველთვის მზადაა დაზღვევაზე, როცა კამბიასოა გუნდში მის წინ მყოფ ფორვარდებსაც და უკან მდგომ მცველებსაც მშვიდად შეუძლიათ იყვნენ
სამუელი - კედელი, რამდენი შეასკდა და ცხვირპირი მიიმტვრია მაგ კედელს ?

მაიკონი - ბოლო 2-3 სეზონი ალბათ საუკეთესო განაპირა მცველი
სნეიდერი - არასტანდარტული, ჭკვიანი და ისეთივე დაუღალავი და მუშა როგორც ყველა სხვა ინტერში
ჟულიო სეზარი - წლის და არამარტო ამ სეზონის საუკეთესო მეკარე
სტანკოვიჩი - ძანეტის არ იყოს XIX საუკუნიდან ინტერშია და უამრავ საქმეს აკეთებს დაუზარელად, ძალიან ტექნიკური და ჭკვიანი ფეხბურთელი
ლუსიო - კიდე ერთი კედელი + ლიდერი, ასე მგონია ტკივილის და შიშის შეგრძნება არ აქ მეთქი
კივუ - ძალიან გამოცდილი და სასარგებლო მოთამაშე, დღეს ცოტა დაიჩაგრა რობენთან მაგრამ მაინც ინტერის ერთერთი ბურჯია
ეტო'ო - დიდად არასდროს მევასებოდა მაგრამ ამ სეზონის მერე უდიდეს პატივს ვცემ, მარიაჟობის ნაცვლად უსიტყვოდ აკეთებდა საქმეს, ფლანგზე, დაცვაში, სადაც საჭიროა ყველგან, აღარ ღორობდა პასებსაც კარგს აკეთებდა. საღოლ მაუს ამისთანა თავნება კაცის მორჯულება და გუნდზე მუშაობა რო მოახერხა
პანდევი - საჭირო კაცი, ბევრს დარბის, საქმესაც აკეთებს
და რათქმაუნდა მისტერ სპეშალ ვან!
ჟოზე ჟოზე რა მაგარი ხარ შე შშშათლახო შენა

))
FORZA INRENATIONALE
წარმოიდგინეთ რომ აქ რამე ჭკვიანური წერია....
მაგალითად: "თუ წვიმა არ იქნება - გვალვა იქნება, თუ წვიმა იქნება - გვალვა არ იქნება" ბრძენი კინალოკო©
В чемпионате Ватикана, для выявления победителя сначала смотрят на количество побед, а потом среднее количество грехов на члена команды