მაგარი იყო.გაიხარეთ ყველამ.
ივენთ-ჰოლში 10-ზე უნდა მოვსულიყავით,მაგრამ დრო ისე ნელა გადიოდა,რომ ვერ მოვითმინეთ და სახლიდან ადრე გამოვედით.
რადგან საკმაოდ ადრე იყო,დროის გასაყვანად მეტროთი წამოსვლა გადავწყვიტეთ.
გზაში ახალგაზრდები თვალს გვაყოლებდნენ ინტერის ფორმაში გამოწყობილებს და ბევრი მოგვაძახოდა Fორცა ინტერო.
ერთი გაბუხჩული ბიჭუნა მოვიდა
-მე ბარსას ფანი ვარ,მაგრამ რადგან ღირსეულად მოგვიგეთ,
დღეს თქვენსკენ ვარო,ხელი ჩამომართვა და გაგვანგვალდა ისევ უკან.(სულ 10-12 წლის იქნებოდა და ის მიხვდა ამ ყველაფერს)
მეტროში ერთმა: -თქვენ რომ დაგინახეთ ახლა გამახსენდა ლიგის ფინალი რომ არის,თორემ სხვაგან ვაპირებდი წასვლას და ფინალის უნახავი დავრჩებოდიო.
რადგან ჯერ კიდევ 9 საათი იყო და დრო არადა არ გადიოდა,თავისუფლებაზე ამოვედით,იქედან ავუყევით რუსთაველს - ფილარმონიისკენ.
მეგონა ბევრი იქნებოდა ფინალისტი გუნდების მაისურში გამოწყობილი გულშემატკივარი,(აბა ბარსა ყოფილიყო) მაგრამ მხოლოდ ერთი ბაიერნის ფორმიანი ბიჭი შეგვხვდა.
მთელ რუსთაველზე მხოლოდ ჩვენ და იმ ბაიერნის მაისურიანმა შევქმენით წინასაფინალო განწყობა.
ფალარმონიას როცა მოვუახლოვდით,შორიდანვე შევამჩნიეთ ინტერისტთა მცირე დაჯგუფება.
ეს მცირე დაჯგუფება ნელ-ნელა დიდ ჯგუფად იქცა.
ძალიან სასიამოვნო იყო ფორუმელების გაცნობა.
შემდეგ უკვე რუსთავი 2 მოვიდა.
ამის შემდეგ დარბაზში შევედით,ადგილები დავიკავეთ და მატჩიც დაიწყო..
იქ რაც მოხდა ყველამ კარგად ვნახეთ და ერთად განვიცადეთ.მაგის დაწერას მე ვერ შევძლებ, ცოტა ნიჭიერი აღმწერელი უნდა მაგ საქმეს.
.............................................................
დილით გამომგზავრებამდე ინტერი ვადღეგრძელებინე მთელი ოჯახის შემადგენლობას.
ხარაგაულში როცა ჩამოვედით,აქ იმდენმა მოგვილოცა,ზოგმა გვითხრა ტელევიზიით გნახეთო,
ზოგმა თასი სად წაიღეთ-არ გამოგატანეს თანო?
დაბადების დღეზე არ მომდის იმდენი მესიჯი,რაც წუხანდელის შემდეგ მომივიდა.
ასე,რომ მაგარი იყო.გაგიმარჯოთ ყველას.
Fორცა ინტერ.
Fორცა იტალია
Fორცა ჩვენ
This post has been edited by arqiteqtor on 23 May 2010, 23:43