მოკლედ კიდევ ერთი დიდი ფეხბურთელი ბარსაში...
იმდენად დიდი, რომ ამით ახალი ისტორია იწყება, მითუმეეტს თუ ფაბრეც გადმოვა =)))
საუბარი იმის შესახებ, რომ ვილია და იბრა ერთ გუნდში ვერ ითამაშებენ არის სტერეოტიპური სისულელე, თანაც მოძველებული აზროვნების. =))
მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ პეპის მიერ როტაციის სიყვარულს.
გარდა ამის გვარდიოლას ეძლევა უფრო მეტი ტაქტიკური ლავირების საშუალება.
ხან მესი ვილია იბრას, სამივეს ათამაშებს, ხან ამ სამიდან ორს.
იბრას გაშვება ჩემი აზრითაც სისულელე იქნება, არა მგონია ამას ვინმე ფიქრობდეს.
თუმცა იბრას ამბავი უფრო ისე იქნება, როგორც აქ ერთმა იუზერმა დაწერა,ნიკი არ მახსოვს =))
მაგრამ მე მჯერა რომ უნდა დარჩეს.
რაც შეეხება თვითონ სატრანსფერო ობიექტს.
მე ვფიქრობ რომ ზედგამოჭრილია.
დაუკვირდით
მსოფლიო დონის ვარსკვლავი, ექსტრა ფეხბურთელი, რომელსაც გრანდში არ უთამაშია და რომელსაც არანაირი სერიოზული ტიტული საკლუბო დონეზე არა აქვს მოგებული.
წარმომიდგენია ამ დონის ფეხბურთელი რა დაგეშილი იქნება, როგორი მოტივირებული =)))
ფაქტიურად ხელახლა იბადება. დარწმუნებული ვარ =)))
უბრალოდ ცოდო იყო მსგავსი ფეხბურთელი და ეხლა ყოველნაირად შეეცდება ამ წლებში რაც შეიძLება მეტი ტიტული მოიგოს.
ამ შემთხვევაში ბათილდება მისი ასაკის ფაქტორი.
როგორც ზემოთ დავწერე, ვარსკვლავებით გავსება გუნდს ტაქტიკისა და თამაშის მხრივ არანაირ გართულებას არ მოუტანეს.
მხოლოდ ერთი ფაქტორია.
თუ დავიდასთან ერთად სესკიც გადმოვიდა.
უკვე ფსიქოლოგიურად მძიმდება ბარსელონა.
რომ ვფიქრობ ჩემ გუნდზე და ტვინში ამ გვარებს ვამატებ, აი ვგრძნობ რომ გუნდი დამძიმდა.
ეს ფსიქოლოგიური ტვირთია.
და იმედია ამას თავს გაართმევს
მწვრთნელი
გუნდის ხელმძღვანელობა
თავად ფეხბურთელები
და ჩვენც, რიგირთი გულშემატკივრები.
ბარსაზე მოთხოვნა, დაწოლა და პრესი კიდევ უფრო გაიზრდება.
მთავარი ის არის, რომ მორიგი ახალი და საინტერესო სეზონი გველის.
ახალი გამოწვევებით. = )))