ჯერჯერობით ეს ისეთი თვალსაჩინო ფაქტია რომლის გარშემო ყოველგვარ კამათს აზრი ეკარგება!


თვალსაჩინო მაგალითისთვის ეს სურათები დავყარე და მინდა ავღნიშნო რომ მე არამც და არამც არ ვეცდები ერთი მისხალითაც კი დავაკნინო ამ რომელიმე კლუბის მიღწევა ან წარმატება,
პირიქითაც კი.
თქვენ კი გირჩევთ ყურადღება მიაპყროთ აი ზემოთ დაყრილ სურათებზე ამ კლუბთა მაისურებს და დაუკვირდეთ ფრიად მნიშვნელოვან დეტალს. დიაც დაუკვირდით როგორ ამაყად უსტაბაშის ჩინმენდლებივით აუხუნძლიათ ათასგვარი ზიზინპიპილა ლოგოებით მაისურები იმ წარმატების აღსანიშნავად რასაც მათ ბოლო წლებში მიაღწიეს და მაინც.
იქამდე სანამ ბავარიის მარცხენა სამკლაურს ეს ლოგო ამშვენებს იმ სხვა კლუბებისაგან განსხვავებით, მანამდე ბავარია მუდამ წინაა გინდა კიდევ ერთი ვაგონი მენდლები დაიკიდონ ბრეჟნევივით იმ სხვა კლუბების წარმომადგენლებმა!
ეს ფაქტია FIFA და UEFA მიერ დადგენილი და არა ჩემი სურვილი ან ახირება!
ესე რომ ბავარია იქნება ის თუ დანარჩენი ოთხი კლუბი A-5 დან, მათთან ჭიდილი ესე ადვილი არაა რა დღეშიც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი და ესე აგდებით სასაუბრონი ნაღდად არ არიან არანაირად.
გემოვნებით კი შეიძლება ვიღაცას რუსენბორგიც უნდოდა ფინალში და მის იქეთ ამ და სხვა ფინალის ყურებაც აღარ სურდეს.