Joze Mourinhoშენ არ ხარ ნამდვილი

"დაცვაში სამი ან ოთხი ფეხბურთელი ითამაშებს, მაგრამ თავდასხმის ხაზს აუცილებლად გავაძლიერებთ," – განაცხადა მადრიდის "რეალის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, AS – თან საუბარში. პორტუგალიელს უკვე ჰყავს მომდევნო სეზონის რჩეული 11 ფეხბურთელი, კლუბის ხელმძღვანელობისგან კი ოთხი ახალი მოთამაშის დამატებას მოითხოვს.
ფლორენტინო პერესი და ხორხე ვალდანო ალექსანდარ კოლაროვის ("ლაციო"), დუგლას მაიკონის ("ინტერი"), დანიელე დე როსისა ("რომა") და ანხელ დი მარიას ("ბენფიკა") შეძენას შეეცდებიან. საეჭვო მხოლოდ არგენტინელის ტრანსფერია, რომელიც მოთხოვნილ თანხაზე იქნება დამოკიდებული.
მოუს ახალი ტაქტიკის გათვალისწინებით, "ლოს ბლანკოსს" სწრაფი, მობილური დაცვა ეყოლება და გაცილებით ინტენსიურად გამოიყენებს ფლანგებს. ფორმაცია 4–3–3 იქნება, რომელსაც პორტუგალიელი ლონდონის "ჩელსიში" მუშაობისას ანიჭებდა უპირატესობას.
მთავარი ნოვაციად, გარდა ტრანსფერებისა, სერხიო რამოსის პოზიცია მოგვევლინება – ჟოზეს მისი ცენტრში გამოყენება სურს. მარჯვენა ფლანგს მაიკონი დაიკავებს, მარცხენას – კოლაროვი, მეორე ცენტრალურ მცველად კი კეპლერ პეპე გაირჯება.
მოედნის ცენტრში ჩაბი ალონსო, დე როსი და რიკარდო კაკა განლაგდებიან. პორტუგალიელი უახლოეს დღეებში შეხვდება ლასს და გაარკვევს, დათანხმდება თუ არა ფრანგი მეორეხარისხოვან როლს. თუ არა, მას წასვლა მოუწევს.
სიახლეა თავდასხმის ხაზშიც – მოუს ფავორიტი არა გონსალო იგუაინი, არამედ ქარიმ ბენზემა იქნება. მწვრთნელს სჯერა, რომ "ლოს ბლანკოსის" მე – 11 ნომერს მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო ფორვარდად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს, ასე რომ "პიპიტას" კიდევ ერთხელ მოუწევს სეზონის სხვის ჩრდილში დაწყება. ფლანგებს კრიშტიანუ რონალდუ და ანხელ დი მარია დაიკავებენ, თუ, რა თქმა უნდა, აღნიშნული ტრანსფერი განხორციელდა.
რაც შეეხება რაულს, პორტუგალიელი პირადად გაარკვევს, სურს თუ არა "ელ კაპიტანოს" შეთავაზებული ფუნქციების მიღება. ყველაზე რთულ სიტუაციაში ისეთი ფეხბურთელები იმყოფებიან, რომლებიც გუნდის ახალ სქემაში არ ჯდებიან, მაგალითად, დრენტე.
საშუალო ასაკი: ყველაზე უფროსი კასილასი იქნება (29), ყველაზე ახალგაზრდა კი – ბენზემა და დი მარია (22). საშუალო ასაკი 25.7 – ს შეადგენს.
სიმაღლე: მხოლოდ დი მარია არის 1.80 – ზე ნაკლები. საშუალო 1.83 – ია.
ნაკრებში ჩატარებული შეხვედრები: ყველაზე მეტი იკერს აქვს (103), ყველაზე ცოტა კი – დი მარიას (8). საშუალო მაჩვენებელი 50 – ს აღწევს.
ელიტაში გატარებული წლები: მიუხედავად ახალგაზრდული შემადგენლობისა, ფეხბურთელებს საშუალოდ 8 წელი აქვთ გატარებული პირველ დივიზიონში.
გოლები: მოუს რჩეულმა ათმა მოთამაშემ გასულ წელს 71 გოლს მოუყარა თავი, თანაც მხოლოდ ჩემპიონატში.
იგუაინზე არ მომეწონა რაცხა
This post has been edited by GIGZ » on 31 May 2010, 13:29