ქეცბაიამ, ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევრო-2016 წლის შესარჩევ ციკლში ჯგუფში მე-3 ადგილის დაკავებას შეეცდება.- ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველო ნაკრებს რა ამოცანები აქვს?- წინა შესარჩევ ციკლში ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავედით. მესამე ადგილისთვის ბრძოლას შევეცდებით, რომ პლეი ოფის მატჩებში ვითამაშოთ. დიდი მიზნები უნდა დავისახოთ.
- როგორც მწვრთნელი, კვიპროსის “ანორთოსისში” მუშაობის დროს გაგიცნეს. კლუბში საქმიანობა არ მოგენატრათ?- “ანორთოსისში” ძალიან წარმატებულად ვიმუშავე. შემდეგ, “ოლიმპიაკოსში” ვმუშაობდი. თავს ამჟამინდელ პოზიციაზე კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ზოგჯერ კვლავ მსურს, რომ კლუბი ჩავიბარო. არაა გამორიცხული, 2016 წელს, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ამომეწურება, კვლავ კლუბში მუშაობას შევუდგე.
ეს კიდე არ გაუშვიათ?