ა ბატონო იყოს აქაც
===============
მომდევნო მეტოქე: ფულჰემი• წაუგებელ მატჩთა სერიის გაგრძელებას ვესტ ჰემი ხვალ საკუთარ მოედანზე შეეცდება, როდესაც ლონდონურ დერბიში ფულჰემს მივიღებთ. ამჟამად ჩაქუჩთა წაუგებელი სერია 3 მატჩს ითვლის: გასვლითი ფრე სტოკთან 1:1, გასვლითი გამარჯვება სანდერლენდთან 1:2 და საშინაო გამარჯვება ტოტენჰემთან 1:0. ამჟამად სატურნირო ცხრილში 19-ე ადგილზე ვიმყოფებით.
• ზაფხულის შემდეგ ორივე კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ვესტ ჰემში ჯანფრანკო ძოლა ავრამ გრანტმა ჩაანაცვლა, ხოლო ფულჰემში კი ლივერპულში გადაბარგებული როი ჰოჯსონი მარკ ჰიუზმა შეცვალა.
• ახალ სეზონში ფულჰემი დაუმარცხებელია. კოტეჯელებს აგერ უკვე 6 მატჩია პრემიერ ლიგაში არ წაუგიათ. ისინი სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან, დააგროვეს რა 8 ქულა.
• თუ ითამაშებს, მაშინ ფულჰემის ვინგერი დემიენ დაფისათვის ხვალინდელი მატჩი პრემიერ ლიგაში 300-ე იქნება.
• გასულ ტურში ფრედერიკ პიკიონის მიერ გატანილი გოლი პრემიერ ლიგაში 10 000-ე იყო. ფრანგმა ფორვარდმა ნაიკის ოქროს ბურთის პრიზი მოიპოვა.
• ვესტ ჰემს ფულჰემთან პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ საშინაო მატჩში 2001 წლის 3 ნოემბერის შემდეგ აღარ წაუგია. კოტეჯელების ბოლო გამარჯვება ბოლინ გრაუნდზე 2004 წლის თებერვალით თარიღდება, როდესაც ფულჰემმა 0:3 მოიგო, თუმცა ეს მატჩი ასოციაციის თასის ეგიდით გაიმართა.
• გუნდებს შორის გამართული ბოლო 14 შეხვედრიდან (პრემიერ ლიგაში) ვესტ ჰემმა 8 მოიგო და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა.
• ხვალინდელი მატჩი კლუბებს შორის პრემიერ ლიგაში 77-ე იქნება. აქამდე ვესტ ჰემის ანგარიშზე 34 მოგებაა, ფულჰემმა 25 მოიგო, ხოლო 17 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
სიახლეები შემადგენლობებშივესტ ჰემი
• სავარაუდოდ ხვალ თამაშს ვერ შეძლებს კირონ დაიერი, რომელმაც ტრავმა გასულ უიქენდზე ჰოტსპურთან მატჩში მიიღო.
• სრულ ვარჯიშებს უკვე დაუბრუნდა ჰერიტა ილუნგა, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა. ხვალ ის განაცხადში იქნება და შესაძლოა ძირითად შემადგენლობაშივე ვიხილოთ.
• ვინსტონ რიდმა და ჯონათან სპექტორმა რამდენიმე დღის წინ რეზერვების მატჩში უიგანთან ტრავმები მიიღეს. ორივე ფეხბურთელი სრულფასოვან ვარჯიშებს დღეს უბრუნდება.
• იმედია, ხვალ გრანტი ათამაშებს ბენი მაკარტის, რომელიც კარგ ფორმაშია. სამხრეთ აფრიკელმა ფორვარდმა რეზერვების მატჩში უიგანთან 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა.
• კვლავ ტრავმირებულია ტომას ჰიცლშპერგერი, რომლის დებიუტი ვესტ ჰემის შემადგენლობაში ვერა და ვერ შედგა. მან ტრავმა 11 აგვისტოს დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო და ჯერ ვერ გამოჯანმრთელდა.
• ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რამდენ ხანს გამოტოვებს შვეიცარიელი ვალონ ბეჰრამი, რომელმაც 18 აგვისტოს სტოკთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო.
• ზავონ ჰაინსი, პიტერ კურუჩი, ენტონი ედგარი და ჯეკ კოლისონი კვლავ ლაზარეთში არიან. ჰაინსი და კოლისონი ხშირად სტუმრობენ ჩედველ ჰითს. ისინი სავარაუდოდ წლის ბოლოს დაბრუნდებიან.
ფულჰემი• ფულჰემს დაუბრუნდა თავდამსხმელი ენდრიუ ჯონსონი. ინგლისელ ფორვარდს მუხლის სერიოზული ტრავმის გამო მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ აღარ უთამაშია. მისი ბოლო მატჩი 2010 წლის 17 იანვრით თარიღდება, როცა ჯონსონმა ბლექბერნის წინააღმდეგ ითამაშა.
• ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს მუსა დემბელე, რომელიც ფულჰემისათვის იღბლიანი შენაძენია. მან სასტარტო 6 მატჩში მეტოქის კარის აღება 3-ჯერ შეძლო. დემბელემ ტრავმა 21 სექტემბერს ქარლინგ ქაფის მატჩში სტოკის წინააღმდეგ მიიღო.
• ასევე ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს ყოფილი ჩაქუჩი ბობი ზამორა, რომელიც 11 სექტემბერს ვულვერჰემპტონთან დაიმტვრა და დაახლოებით 4 თვეს დაისვენებს.
• ახალწვეული ფილიპ სენდეროსი გუნდს 2011 წლის იანვრისთვის დაუბრუნდება. მან ტრავმა აგვისტოში ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო.
• ჯერ არ გამოჯანმრთელებულა შვედი მცველი ფრედერიკ სტოორი. ის კვლავ ლაზარეთშია.
გუნდებს შორის გამართული ბოლო შეხვედრა• გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2010 წლის 2 მაისს კრევინ კოტეჯზე შეხვდნენ, სადაც მასპინძლებმა 3:2 გაიმარჯვეს. ანგარიში კლინტ დემპსიმ გახსნა, შემდეგ ბეირდის დარტყმული კარლტონ კოულს მოხვდა და კარში გავიდა, ანგარიში 2:0 გახდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კოულმა უკვე ფულჰემს გაუტანა - თავურით. მატჩის მიწურულს სპექტორის შეცდომის შემდეგ ოკაკა ჩუკამ 3:1 გახადა ანგარიში, ხოლო ბოლო გოლი კი პარკერი-ნობლის ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ გილიერმო ფრანკომ გაიტანა.
ფულჰემი: შვარცერი, კონჩესკი, ბეირდი, პანტსილი, სმოლინგი, გრინინგი, ედმპსი (ელმი 86), დევისი (ოკაკა 70), რიისე, დიკგაჩოი, ნევლანდი
სათადარიგო: ცუბერბიულერი, კელი, შორი, ეტუჰუ, გერა
ვესტ ჰემი: გრინი, აპსონი, სპექტორი, და კოსტა, პარკერი, კოვაჩი, ნობლი, ბეჰრამი (სტანისლასი 83), ფობერი (ფრანკო 61), კოული, ილანი (დიამანტი 61)
სათადარიგო: კურუჩი, გებიდონი, ბოა მორტე, დაპრელა
• ხვალინდელი მატჩი გუნდებს შორის 84-ე იქნება - 77-ე ლიგაში, ხოლო დანარჩენი თასზე. აქედან 36 შეხვედრა ვესტ ჰემმა მოიგო, 28 - ფულჰემმა, ხოლო 19 მატჩი ფრედ დასრულდა.
ბოლო 6 შეხვედრა (პრემიერ ლიგაში)2 მაისი 2010 - ფულჰემი 3:2 ვესტ ჰემი
4 ოქტომბერი 2009 - ვესტ ჰემი 2:2 ფულჰემი
18 იანვარი 2009 - ვესტ ჰემი 3:1 ფულჰემი
27 სექტემბერი 2008 - ფულჰემი 1:2 ვესტ ჰემი
23 თებერვალი 2008 - ფულჰემი 0:1 ვესტ ჰემი
12 იანვარი 2008 - ვესტ ჰემი 2:1 ფულჰემი
vs ფულჰემი (ყველა ტურნირზე) მ 36 ფ 19 წ 28
გუნდები მიერ ჩატარებული ბოლო შეხვედრა• ვესტ ჰემმა ბოლო შეხვედრა 25 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ტოტენჰემის წინააღმდეგ ჩაატარა და 1:0 მოიგო. ზაფხულის შენაძენმა ფრედერიკ პიკიონმა მამლების კარი 29-ე წუთზე ზუსტი თავურით აიღო.
25 სექტემბერი 2010
ინგლისის პრემიერ ლიგა
ვესტ ჰემ იუნაიტედი 1:0 ტოტენჰემ ჰოტსპური
ვესტ ჰემ იუნაიტედი: გრინი, იაკობსენი, გებიდონი, და კოსტა, აპსონი, პარკერი, ნობლი, დაიერი (ბარერა 42), ბოა მორტე, პიკიონი (კოული 64), ობინა (კოვაჩი 89)
სათადარიგო: სტეხი, ბენ ჰაიმი, ფობერი, მაკარტი
გოლი: პიკიონი 29
• ფულჰემმა საკუთარ მოედანზე კიდევ ერთი ფრე გააგორა. ამჯერად მარკ ჰიუზის გუნდი 25 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ევერტონს უგოლოდ დაუზავდა.
25 სექტემბერი 2010
ინგლისის პრემიერ ლიგა
ფულჰემი 0:0 ევერტონი
ფულჰემი: შვარცერი, ჰანგელანდი, ჰიუზი, სალსიდო, კელი (ბეირდი 29), ეტუჰუ, დაფი, მერფი, გერა (ჯონსონი 55), დემპსი, დევისი (კამარა 71)
სათადარიგო: ეთრიჯი, რიისე, გრინინგი, ჰალიში
ოლდ ბოის• ლუის ბოა მორტემ ფულჰემის შემადგენლობაში 2000 წლის ივლისიდან 2007 წლის იანვრამდე 250 შეხვედრა ჩაატარა და 54 გოლი გაიტანა. სადებიუტო სეზონში მან კოტეჯელთა მაისურით 18 გოლი გაიტანა. 2004/05 წლების სეზონში კი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
• ფულჰემის ტრავმირებულმა ფორვარდმა ბობი ზამორამ 2004 წლის თებერვლიდან 2008 წლის ივლისამდე ვესტ ჰემის შემადგენლობაში 152 მატჩი გამართა და 40 გოლი გაიტანა.
• განელმა მცველმა ჯონ პანტსილმა ჩაქუჩთა მაისურით 2006 წლის აგვისტოდან 2008 წლის ივლისამდე 24 მატჩი გამართა.
• ვესტ ჰემის ლეგენდა ბობი მურს როგორც ვესტ ჰემში, ისე ფულჰემში აქვს ნათამაშები. ვესტ ჰემში ჩატარებული 544 შეხვედრის შემდეგ 1974 წელს ის კრევინ კოტეჯზე £25 000-ის სანაცვლოდ გადავიდა. მურმა ფულჰემის შემადგენლობაში სამი სეზონი დაჰყო, 124 შეხვედრა ჩაატარა და 1975 წელს გუნდთან ერთად ასოციაციის თასის ფინალშიც გავიდა, სადაც მის ყოფილ გუნდს ვესტ ჰემს შეხვდა. შეხვედრა ვესტ ჰემის სასარგებლოდ 2:0 დასრულდა.
• ეს კი სხვა ფეხბურთელთა სია, რომლებიც როგორც ვესტ ჰემში, ისე ფულჰემში თამაშობდნენ: იან ლაშტუკვა, ჯიმი ბულარდი, იან პირსი, რუფუს ბრევეტი, ჯორჯ კარტერი, ბრაიან დეარი, ტონი გეილი, რონ გრინვუდი, ჯონ ჰარლი, ფრედ ჰარისონი, ჯეკ ჰებდენი და ჯორჯ ჰორლერი.
ოფიციალური პირებირეფერი: ანდრე მარინერი
ასისტენტები: დარენ კენი და მაიკ იერბი
მეოთხე მსაჯი: ენდი დ'ურსო
• ამ მარინერმა რა შეგვცა. ზუსტად ამის სირული მსაჯობის გამო მოხდა, რომ 21 აგვისტოს ბოლტონთან შინ 1:3 დავმარცხდით. ამას მოვუტყან დედა. სხვა მატჩი მიმდინარე სეზონში ამ ოვრებოს არ უმსაჯია ჩვენი მონაწილეობით.
• მარინერი, რომელიც წლის ბოლოს 39 წლის ხდება (კიდევ ერთხელ ამის დედა მოვტყან), პრემიერ ლიგის არბიტრთა სიაში 2003 წლიდანაა.
• პრემიერ ლიგაში პირველი მატჩი მან 2004 წლის 13 ნოემბერს იმსაჯა, როდესაც რობერტ გრინის ნორვიჩი ჩარლტონთან 4:0 დამარცხდა. ვესტ ჰემის ახლანდელმა კიპერმა მაშინდელი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
• ამ სირმა იმსაჯა 2008 წელს ქომუნითი შილდის ფინალი პორტსმუტსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის.
შემდეგ• შემდეგ მატჩს ვესტ ჰემი 16 ოქტომბერს გასვლაზე ვულვერჰემპტონის წინააღმდეგ გამართავს.
• შემდეგ მატჩს ფულჰემი 16 ოქტომბერს საკუთარ კრევინ კოტეჯზე ტოტენჰემ ჰოტსპურის წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: ვესტ ჰემის თემა
ნუ ცოტა ჩემებურად მიწერია "მარინერმა რა შეგვცა" "ჩვენი მონაწილეობით" და ა.შ.

მარა მიმხვედრი მიხვდება
This post has been edited by GreenWestHam on 2 Oct 2010, 14:10