იონ არნე რიისე ალბიონზე დავაბრუნეთ
"ფულჰემმა" ოფიციალურათ დაადასტურა "რომასგან" მარცხენა მცველის იონ არნე რიისეს ტრანსფერი, რომლის თანხაც არ ხმაურდება
30 წლის ნორვეგიელი კარგადაა ცნობილი ინგლისში. იგი 2001-2008 წლების სეზონში "ლივერპულის" ღირსებას იცავდა და ამ დროის მანძილზე მერსესაიდელებთან ერთათ ინგლისის თასების და ჩემპიონთა ლიგის მოპოვება შეძლო.
ჯერ კიდევ 2007/08 წლების სეზონში, რაფა ბენიტესი, რომელიც იმ დროს "წითლების" წვრთნიდა, მარჯვენა ფლანგზე უპირატესობას ფაბიო აურელიოს ანიჭებდა. შედეგად 2008 წლის ზაფხულში რიისემ "რომას" წინადადება მიიღო სადაც უკანასკნელი 3 სეზონი ჩაატარა.
იონ არნე, რომლის ანგარიშზე ასამდე მატჩია ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში, "კოტეჯერებთან" 2014 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. მას პარტნიორები გუნდში თანამემამულე ბრედა ჰანგელანდი და უმცროსი ძმა ბიორნი იქნებიან.
"მოხარული ვარ, რომ დღეს დილით როგორც იქნა ყველა ფორმალობა მოგვარდა და ოფიციალურად გავხდი "ფულჰემის" მოთამაშე. მოუთმენლად ველი მომენტს, როცა კვლავ შევძლებ პრემიერ-ლიგაში თამაშს. მე დიდი ხანია თვალს ვადევნებ "ფულჰემს" რადგან აქ ჩემი ძმა ბიორნი თამაშობს. იგი ძალიან დადებითად აფასებდა კლუბს და მის პერსონალს. გარდა ამისა შარშან მათ წინააღმდეგაც ვიასპარეზე ევროპალიგაზე როდესაც "ფულჰემმა" ამ ტურნირზე ფინალს უწია.
"მე ვიცი, რომ კლუბი ამბიციურია და ყოველ წელს პროგრესირებს რაც მათი შესანიშნავი პრეზიდენტის მოხამედ ალ ფაედის დამსახურებაა. მოუთმენლად ველი მარტინ იოლთან და გუნდთან ერთობლივი მუშაობის დაწყებას. გუნდთან ვარჯიშს მომდევნო კვირიდან დავიწყებ", - განაცხადა რიისემ.